British Airways-ის ლაინერმა ნიუ-იორკიდან ლონდონამდე მანძილი რეკორდულ დროში დაფარა

British Airways-ის ლაინერმა ნიუ-იორკიდან ლონდონამდე მანძილი რეკორდულ დროში დაფარა

British Airways-ის კუთვნილმა ზებგერითმა თვითმფრინავმა რეკორდი მოხსნა და ნიუ-იორკიდან ლონდონამდე მანძილი ყველაზე სწრაფად დაფარა. კერძოდ, Boeing 747-მა ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ჩასვლას 4 საათი და 56 წუთი მოანდომა და ჰითროუს აეროპორტში თითქმის ორი სათით ადრე ჩაფრინდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამაში კი ლაინერს ქარიშხალი „კიარა“ დაეხმარა, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ მიემართებოდა.

ლაინერმა საათში 1,287 კილომეტრზე მეტი სიჩქარე განავითარა. Flightradar24-ის მონაცემებით, მაქსიმალური სიჩქარე, რაც თვითმფრინავმა განავითარა საათში 1 327 კილომეტრი იყო. აღსანიშნავია, რომ საშუალო დრო, რაც თვითმფრინავს ლონდონიდან ნიუ-იორკამდე სჭირდება 6 საათი და 13 წუთია.

British Airways-მა განაცხადა, რომ ავიაკომპანიის მიზანი რეკორდის დამყარება არასდროს არის და კომპანია აქცენტს ყოველთვის მგზავრების უსაფრთხოებაზე აკეთებს.

წყარო: CNN.