BSTDB-ის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა

BSTDB-ის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე  განთავსდა

“შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მიერ გამოშვებული 3-წლიანი 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში განთავსდა. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი”.

ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) არის კვარტალურად ცვლადი სარგებელი, რომელიც თითოეული საპროცენტო პერიოდისთვის დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 3 თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის მიხედვით.  

ობლიგაციის დაფარვის ვადაა 2021 წლის 29 მარტი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *