დეკემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 7%-ით შემცირდა - Colliers Georgia

დეკემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 7%-ით შემცირდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,827 ერთეული შეადგინა. ეს წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ბაზრის მოცულობა 4%-ით, 246 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-იანი კლება ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

„2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა, “, – ნათქვამია Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.