Disney-ის ახალ სთრიმინგ-სერვისს “Disney+”-ს უკვე 28 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. გამომწერების რაოდენობა გაშვებიდან პირველივე სამ თვეში ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ გაიზარდა. Walt Disney-ის ცნობით, ახალი სერვისი 28.6 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. მისი ყოველთვიური საფასური 6.99 დოლარს შეადგენს.
“Disney+”-ი ნოემბერში ამოქმედდა და მასზე მომხმარებელთა უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა, Disney-ის ხელმძღვანელმა ბობ იგერმა პროექტს უზარმაზარი წარმატება უწოდა.
Disney-მ საკუთარი სთრიმინგ-სერვისის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, ამის მიზეზი არსებული ტენდენცია გახდა, რომლის მიხედვითაც მაყურებლები ნელ-ნელა ონლაინ-სივრცეში ინაცვლებდნენ.