დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

2015 წლის მარტში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 377 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 71 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული სესხები, ხოლო 306 მილიონით დოლარში გაცემული სესხები. შედეგად, საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 63.7%-დან 64.2%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დოლარში გაცემული სესხების ზრდიდან 93% გრძელვადიან სესხებზე მოდის.

თებერვალში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 18.5% შეადგინა, ხოლო დოლარში 10.7%.

6.6 მილიონი ლარით გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. რომელიც დოლარში გაცემულ სესხებზე მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.