ეარბეგების გაუმართავობის გამო Ferrari ჩინეთიდან ავტომობილებს გამოიწვევს

ეარბეგების გაუმართავობის გამო Ferrari ჩინეთიდან ავტომობილებს გამოიწვევს

ეარბეგების სისტემის გაუმართავობის გამო Ferrari ჩინეთიდან 621 ათას ავტომობილს გამოიწვევს – ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარისხის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომობილების გამოწვევა 15 სექტემბრიდან დაიწყება და შეეხება Ferrari 458 Italia-ს, რომელიც 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 30 სექტემბრის შუალედშია წარმოებული, ასევე Ferrari California-ს,  რომელთა გამოშვებაც 2009 წლის პირველი აპრილიდან 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მოხდა. ეარბეგის გაუმართავი მუშაობა მგზავრებისათვის საფრთხის შემცველია, რაც მთავარი მიზეზი გახდა კომპანიისთვის, რომ გაყიდული ავტომობილები უკან გამოიწვიოს.