EBRD „პროკრედიტ ბანკს“ 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს ადგილობრივი მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ხელშესაწყობად, ევროკავშირი კი დამატებით ადგილობრივი ფირმებისათვის საგრანტო კონკურსებს გამოაცხადებს და უფასო ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტაციას გაუწევს. ევროკავშირის ეს ინიციატივა EU4Business-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსდება.
ეს ინიციატივა ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს, უახლესი ტექნოლოგიებისა და მანქანა-დანადგარების დახმარებით. საკუთარი პროდუქცია უფრო თანამედროვე გახადონ. ამ დაფინანსების მიზანი პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწა და უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნაა.
დაფინანსება EU4Business – EBRD-ის საკრედიტო ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს და ითვალისწინებს მცირე ბიზნესის რაოდენობის გაზრდას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. 2016 წლის შემდეგ, პროექტის დაწყების დღიდან, მხოლოდ საქართველოში 170-მდე კომპანიამ ისარგებლა ზემოთ აღნიშნული ინიციატივით. კომპანიათა საქმიანობის სფეროები კი ერთმანეთისაგან განსხვავდება და მოიცავს როგორც აგროკულტურულ სფეროში წარმოებას, ისე სამედიცინო მომსახურებას.
ამჟამად EBRD საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ინსტიტუტია. საქართველოში მისი ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა საქართველოში 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 სხვადასხვა პროექტში ფინანსურ, საკორპორაციო, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 79%-ით კი კერძო სექტორის ინიციატივები დაფინანსდა.