ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზისთვის დამატებით $100 მილიონი გამოყო.
დაფინანსებას LUKOIL მიიღებს და ამ თანხით ბუნებრივი აირის საბადოდან მოპოვების გაზრდას და მის ტექნოლოგიურად განვითარებას შეძლებს. LUKOIL ბუნებრივი აირის შაჰ-დენიზის საბადოს 10 პროცენტს ფლობს.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.
„შაჰ დენიზი 2“-ის ფარგლებში გაზის მოპოვება წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. გაზის მიწოდება თურქეთისა და საქართველოს მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დაიწყება.