ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ შეამცირა და ამ ტენდენციის გაგრძელების პერსპექტივაზეც მიანიშნა. ამის მიზეზი ძირითადად ევროზონაში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირებაა.
ევროკავშირის ვალუტის, ევროს გამომყენებელმა ოცი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა საბანკო დეპოზიტებზე გადახდილი განაკვეთის მაჩვენებელი 25 ერთეულით, 3.25%-დან 3.00%-მდე შეამცირა. განაკვეთი რეკორდულ მაჩვენებელზე, 4.00%-ზე, მიმდინარე წლის ივნისში იყო.
ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით შემცირდა რეფინანსირების განაკვეთიც. ერთკვირიანი სესხის რეფინანსირების განაკვეთი 3.15%-მდე, ხოლო ერთდღიანის 3.40%-მდე შემცირდა.
ბოლო წლების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის მსგავს საშუალებებს ევროპის ცენტრალური ბანკი ნაკლებად იყენებდა, რადგან ევროკავშირის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საბანკო სისტემას საჭიროზე მეტი რეზერვი მიაწოდა როგორც ობლიგაციების მასობრივი შესყიდვით, ისე გრძელვადიანი სესხების გაცემით.