2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 88% (354874 ბოთლი), ჩინეთი – 19% (3554127) და პოლონეთი – 16% (1821802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 120% (55908), ლიეტუვა – 68% (315306), მონღოლეთი – 68% (146892), ბელარუსი – 32% (889002), ისრაელი – 20% (131184), კანადა – 12% (83220), გერმანია – 11% (317771), ესტონეთი – 11% (326966), რუსეთი – 6%, (25582447).
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 7304286 ბოთლი, “მუკუზანი“ – 2328699, „წინანდალი“ – 1829563, ახაშენი – 750244, „ხვანჭკარა“ – 480890 და ა.შ.
6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).