საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა. ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, “საქართველოს კაპიტალის” შვილობილი კომპანია, რომელიც ტურიზმის სფეროში საქმიანობს, ცნობილი შეფ- მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორი გახდა.
“საქართველოს კაპიტალის” წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის დეკემბერში მათი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იან პარტნიორად შევიდა. გარიგების მთლიანი ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში ჯგუფმა 16 მლნ ლარად “ალავერდის მეღვინეობა” შეიძინა, ხოლო 2019 მარტში $3.65 მლნ-ად მათ ლუდი ყაზბეგის ბრენდი შეიძინეს.