ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება – BAT Caucasus-ის წარმომადგენელი სიგარეტის აქციზის ზრდაზე

ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება – BAT Caucasus-ის წარმომადგენელი სიგარეტის აქციზის ზრდაზე

BAT Caucasus-ის წარმომადგენელმა ფელისიო ფერაზიმ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში თამბაქოს ინდუსტრიასა და ამ კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თამბაქოს ბიზნესი, საკმაოდ საკამათო ბიზნესია. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების დიდი წილი სწორედ თამბაქოს ინდუსტრიაზე მოდის.

“მათ ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. რეგულაციების და გადასახადის ზრდით ყველა წაგებული იქნება, ვინაიდან ამით უკანონო გაყიდვას, კონტრაბანდას შევუწყობთ ხელს და ეს ვნახეთ უკვე. თუმცა, არის კარგი მხარეც. ჩვენ დავსხედით მაგიდასთან. როგორც წესი ქვეყნების მთავრობებს დაჯდომა და ლაპარაკიც არ სურთ თამბაქოს ინდუსტრიასთან. პრობლემა აქ ის არის, რომ მოლაპარაკებების მონაწილეები იცვლებიან ხშირად. ელაპარაკები, უხსნი, რომ ეს ინდუსტრია უნდა რეგულირდებოდეს, თუმცა, დაბალანსებულად“, – აღნიშნა British American Tobaco Caucausus-ის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ის საქართველოში ორი წელია იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში უკვე რამდენიმე პრემიერი შეიცვალა, – “აღარ ვითვლი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს“, – დასძინა მან.

ფელისიო ფერაზმა ასევე გაიხსენა თამბაქოს აქციზზე ფასების ზრდა საქართველოში და ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა.

“სიგარეტი არსებობს 100 წელზე მეტია. არ მინახავს რომელიმე ქვეყანა, რომელმაც ის მთლიანად აღმოფხვრა. ასე რომ, ის უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე… როდესაც სიგარეტზე ფასი 32%-ით გაიზარდა, იმის გამო რომ აქციზის გადასახადი გაიზარდა 52%-ით, ამან გავლენა მოახდინა ინფლაციაზე. მთავრობამ დაკარგა შემოსავალი, იმიტომ რომ ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა British American Tobaco Caucausus-ის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მას ესმის, რომ ქვეყანას სურს მიაღწიოს აქციზის ევროპულ დონეს, თუმცა, საქართველოში არ არის ევროპული დონის მსყიდველობითი უნარი.

ფოტო: finchannel

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *