26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით, პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შედეგად, ტურნირის დებიუტანტმა EURO 2024-ის F-ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალში საქართველოს მეტოქე ევროპის სამგზის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრებია, რომელსაც საბაზრო ღირებულების მიხედვით EURO 2024-ზე მოასპარეზე გუნდებს შორის, €965.5 მილიონით, მე-4 ადგილი უკავია. ამავე სიაში, €161.05 მილიონით, საქართველოს ნაკრები მე-20 პოზიციაზეა.
ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი როდრია, რომლის ფასიც Transfermarkt-ის მიხედვით, 120 მილიონი ევროა. ჩვენი ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი თითოეული გუნდის ტოპ-10 ძვირად ღირებულ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ.
ესპანეთის ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
როდრი – €120 მილიონი
ლამინ იამალი – €90 მილიონი
პედრი – €80 მილიონი
ნიკო უილიამსი – €60 მილიონი
დანი ოლმო – €50 მილიონი
მიკელ მერინო – €50 მილიონი
მარტინ სუბიმენდი – €50 მილიონი
ალეხანდრო გრიმალდო – €45 მილიონი
მიკელ ოიარსაბალი – €45 მილიონი
რობინ ლე ნორმანი / ალექს ბაენა – €40 მილიონი
საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ხვიჩა კვარაცხელია – €80 მილიონი
გიორგი მამარდაშვილი – €35 მილიონი
გიორგი მიქაუტაძე – €15 მილიონი
ოთარ კიტეიშვილი – €5 მილიონი
საბა ლობჟანიძე – €3 მილიონი
ზურიკო დავითაშვილი – €3 მილიონი
გიორგი ჩაკვეტაძე – €2.5 მილიონი
გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი
გაბრიელ სიგუა – €2.5 მილიონი
გიორგი ქვილითაია – €1.6 მილიონი