“ევრაზიული ბანკის” სამიზნე ბაზრებს შორის საქართველოც მოხვდა. ყაზახური ბანკს ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს, რომელიც აქცენტის საცალო ბიზნესზე გადატანას და 5 წელში სექტორის 60%-მდე გაზრდას გეგმავს.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი პაველ ლოგინოვი ამბობს, რომ ბანკი ევრაზიულ ბაზარზე ტრანზაქციული ჰაბი უნდა გახდეს. ყაზახეთისა და რუსეთის გარდა მას ოპერირების დაწყება უზბეკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოშიც სურს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბანკი გადაწყვეტილებას განვითარების ახალ სტრატეგიას უკავშირებს, თუმცა კონკრეტულად რა მიზები აქვს მას რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით, ლოგინოვს არ დაუკონკრეტებია.
“ევრაზიული ბანკი” ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. მისი აქტივები 1 მარტის მონაცემებით, 1.77 ტრილიონი ტენგეა, საკრედიტო პორტფელი კი, 734 მილიარდს აღემატება. ამასთან, ბანკს საკუთარი წარმომადგენლობა აქვს რუსეთშიც.
ბანკი უმსხვილესი კომპანია Eurasian Resources Group -ის, საკუთრებაშია, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვება-გადამუშავების სექტორში საქმიანობს. აღნიშნული ჯგუფის აქციონერები ალექსანდრე მაშკევიჩი, ალიჯან იბრაგიმოვი და პატოხ შოდიევი არიან.