Facebook-ი ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ სამსახურს უჩივის ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაში, რაც არ წარმოადგენდა აუცილებლობას. მათ შორის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის გამო, რაც ევროპულ უწყებას გამოძიების ფარგლებში სჭირდებოდათ. ამის შესახებ ამერიკული სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახური Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებს აპლიკაციებში პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ ოპერირებს კომპანია ონლაინ ბაზარზე.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში Facebook-მა 315,000 დოკუმენტი მიაწოდა ევროპულ უწყებას, რაც ჯამში დაახლოებით 1.7 მილიონ გვერდს შეადგენდა.
“ევროკომისიის საკმაოდ ვრცელი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვიყავით მომხმარებლების პირადი ინფორმაციაც გადაგვეცა, რომელსაც გამოძიებასთან არანაირი კავშირი აქვს,” – ამბობს Facebook-ის წარმომადგენელი, ტიმ ლემი.
მისივე თქმით, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მოთხოვნები ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურისგან ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.