Facebook-ი სამუდამოდ აჩერებს პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას

Facebook-ი სამუდამოდ აჩერებს პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას

Facebook-ი სამუდამოდ აჩერებს პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას. შესაბამისად, სოციალური ქსელის მომხმარებლები, ვეღარასდროს იხილავენ Facebook-ზე პოლიტიკური ჯგუფების რეკომენდებულ რეკლამებს. ამის შესახებ მარკ ზაკერბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც Facebook-ი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მიმდინარე თვეს, ტრამპის მხარდამჭერმა ექსტრემისტებმა პლატფორმა არასათანადოდ გამოიყენეს და შემდეგ კონგრესში შეიჭრნენ.

გარდა ამისა, მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ Facebook-ის ჯგუფები ხშირად კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციების გასავრცელებლად გამოიყენება. “Facebook-ის სისტემა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პოლიტიკური ჯგუფების რეკლამებს ამერიკულ დემოკრატიას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც სენატორმა ედ მარკიმ ზაკერბერგს მისწერა.

“ერთ-ერთი იმ მოსაზრებათაგანი, რომელსაც ჩვენ უკუკავშირის სახით ჩვენი საზოგადოებისგან ვიღებთ, ისაა, რომ ადამიანებს აღარ სურთ პოლიტიკა და ბრძოლა“, – განაცხადა ზაკერბერგმა.

ცნობისთვის, Facebook-ის შემოსავლები და მოგება 2020 წელს  გაიზარდა, მიუხედვად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის მიხედვით გამოძიება მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *