Facebook-ი აცხადებს, რომ ის წაშლის ყველა პოსტს და არამხოლოდ რეკლამას, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს. ამგვარად, სოციალური ქსელი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას აძლიერებს.
როგორც Facebook-ში ამბობენ, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მსოფლიოში ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაა კორონავირუსის პანდემიის გამო.
სოციალური ქსელის განცხადებით, წაიშლება ის პოსტები, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინები არაეფექტურია დაავადების პრევენციისთვის, ასევე ის პოსტები, რომლებიც ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს გქონდეს დაავადება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვაქცინის გაკეთეა.
ცნობისთვის, ამდრომდე Facebook-ი მხოლოდ მსგავსი შინაარსის შემცველ ფასიან რეკლამებს შლიდა.
„ამ პოლიტიკის მიზანია ვაქცინაციის და დაავადების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რაც ვაქცინაციის შემთხვევებს ამცირებს და აზიანებს საზოგადოებრივი ჯანდაცვას და უსაფრთხოებას“, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, Facebook-ი ანტივაქსერებისთვის ყალბი ინფორმაციების გავრცელების შესაძლებლობის მიცემისთვის არაერთხელ გააკრიტიკეს.