სოციალური ქსელი Facebook-ი კლასიკურ დიზაინს ყველასთვის ახლი ინტერფეისით ანაცვლებს, რაც ტრადიციული ზედა ლურჯი ზოლის გაქრობასაც გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, განახლებას თან ახლავს ტექსტის გაზრდილი ზომა და პოსტების უფრო მკაფიო ხედვა. აჩქარებულია ჩატვირთვის დრო და დამატებულია ბნელი რეჟიმი, რაც მომხმარებელს თვალების დაძაბვისგან დაიცავს.
მათ, ვისაც Facebook-ის ახალი დიზაინი უკვე ჩაერთო, ძველ ვერსიაზე დაბრუნება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, სექტემბრიდან, ახალი დიზაინი ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტი გახდება.
“სოციალური ქსელის ახალი ვერსია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მოხარულები ვართ, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. იმედი გვაქვს, მის დახვეწაში თითოეული მომხმარებელი თავის წვლილს შეიტანს”, – აღნიშნულია Facebook-ის განცხადებაში.