Facebook-მა F8 დეველოპერების კონფერენცია კორონავირუსის საფრთხეების გამო გააუქმა

Facebook-მა F8 დეველოპერების კონფერენცია კორონავირუსის საფრთხეების გამო გააუქმა

Facebook-მა კორონავირუსის საფრთხეების გამო F8 დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა. ღონისძიება წელს, 5-6 მაისს უნდა გამართულიყო. როგორც კომპანიაში განაცხადეს, F8-კონფერენციის ნაცვლად, ისინი გამართავენ ლოკალურ, მცირე ზომის შეხვედრებს და ასევე ვიდეო და ლაივ-სტრიმ ღონისძიებას. შესაბამისი განცხადება Facebook-მა გავრცელა.

“ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი პარტნიორების, თანამშრომლების და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც F8 კონფერენციის ჩატარებას უზრუნველყოფენ”, – განაცხადეს კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ F8 არ არის პირველი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა. წელს, მსგავსი მიზეზით გაუქმდა ასევე მობილური მსოფლიო კონგრესი, რომელიც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

წყარო: The Verge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.