FDA-მ კომერციალიზაციის ავტორიზაცია “ფილიპ მორისის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ IQOS 3-საც მიანიჭა

FDA-მ კომერციალიზაციის ავტორიზაცია “ფილიპ მორისის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ IQOS 3-საც მიანიჭა

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობას, IQOS 3-ს ავტორიზაცია მიანიჭა. FDA-ს განცხადებით, აღნიშნული პროდუქტი შეესაბამება ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს.

სავაჭრო ავტორიზაციის გაცემა PMTA (Premarket Tobacco Product Applications) დოკუმენტზე დაყრდნობით ხდება, რომელიც პროდუქტზე ჩატარებულ კლინიკურ და სამეცნიერო შედეგებს ეფუძნება. ავტორიზაციის მისაღებად აუცილებელია, პროდუქტი აკმაყოფილებდეს საზოგადოების ჯანდაცვის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში FDA ისეთ ფაქტორებსაც ითვალისწინებს, როგორებიც არის: პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შედეგად მწეველი და არამწეველი მოსახლეობისთვის შექმნილი რისკები და ბენეფიტები, მწეველთა მხრიდან შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტზე არსებული მოთხოვნა, არამწეველთა მიერ აღნიშნული პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების დაწყება და სხვა.

FDA განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მონაცემების თანახმად, IQOS-ის ბაზარზე გამოჩენის შედეგად არ მომხდარა არასრულწლოვანთა შორის თამბაქოს ალტერნატიული თუ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების ზრდა.

“ჩვენ სრულად ვემხრობით FDA-ს პოლიტიკას, არასრულწლოვნებსა და არამწეველთა შორის თამბაქოს მოხმარების ინიცირების პრევენციის შესახებ”, – განაცხადა PMI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე კალანცოპოლოსმა.

ადმინისტრაციის მიერ გაცემული ვაჭრობის ავტორიზაციით PMI-ს ორი პროდუქტი: IQOS 2.4 და IQOS 3 სარგებლობს.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალს” აშშ-ს ბაზარზე IQOS 2.4-ის გაყიდვის უფლება 2019 წლის აპრილში მიენიჭა. 2020 წლის 7 ივლისს კი FDA-იმ ქვეყანაში ამ პროდუქტის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის (MRTP) მარკეტინგის უფლება გასცა. ეს კი ნიშნავს, რომ FDA-მ აღიარა IQOS 2.4, როგორც შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი.

აღნიშნული სტატუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ის თამბაქოს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას, მეცნიერულად დადასტურებული არჩევანის სახით ნაკლები ზიანის შემცველ ალტერნატივას სთავაზობს. ამავე სტატუსის მისაღებად “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” FDA-ისთვის სპეციალური განაცხადით მიმართვას გეგმავს.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის, IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 11.7-მა მილიონმა ადამიანმა ჩაანაცვლა. თავად IQOS-ი კი არსებული მდგომარეობით, გლობალურად 61 ბაზარზე არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველოც, რომელიც PMI-ის “უკვამლო მომავლის” პროექტში 2020 წლის ივლისში ჩაერთო

კომპანიის განცხადებით, მათ სიგარეტის ალტერნატიული უკვამლო პროდუქტების განვითარებაში მთლიანობაში $7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *