Fitch-მა 10 ევროპული ბანკის რეიტინგი შეამცირა

Fitch-მა 10 ევროპული ბანკის რეიტინგი შეამცირა

Fitch-მა 10 დასავლეთ ევროპული ბანკის რეიტინგი შეამცირა და აცხადებს, რომ კორონავირუსის გავლენების გამო, მოსალოდნელია სხვების რეიტინგების შემცირებაც. სარეიტინგო სააგენტომ მსესხებლების 95%-ს რეგიონალურ პორტფოლიოში პროგნოზი “ნეგატიურით“ შეუცვალა.

რეიტინგები შეუმცირდა შემდეგ ბანკებს: გერმანულ Commerzbank-ს, ბრიტანულ Cooperative Bank-ს, Close Brothers-ს და Metro Bank-ს, შვედურ Swedbank-ს, იტალიურ Gruppo Bancario Iccrea-ს, ჰოლანდიურ Credit Europe Bank-ს და საბანკო ჯგუფებს კვიპროსში, ესპანეთსა და ლუქსემბურგში.

აპრილის თვეში Fitch-მა რეგიონული ბანკების სულ 116 რეიტინგს გადახედა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ხდება რაც ნორმალური ბიზნეს ციკლი არაა, ამან გამოიწვია ის რომ დასავლური ევროპული ბანკების რეიტინგებს გადავხედეთ. ის ფაქტი, რომ ახლა ჩვენ 95%-ზე მეტი დასავლური ევროპული ბანკის რეიტინგი ნეგატიურით შევცვალეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვხედავთ რისკებს და ველოდებით, რომ რეიტინგის დაწევის შეთხვევები გაიზრდება, ეს მიუთითებს რისკებზე, პირველ რიგში აქტივების ხარისხზე, შემოსავლებსა და კაპიტალიზაციაზე“, – განაცხადა Fitch Ratings-ის უფროსმა დირექტორმა კრისტიან სკარაფიამ.

რეიტინგებს გადახედვა კორონავირუსის პანდემიას მოჰყვა. Fitch-ის ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალური მშპ 1,9%-ით შემცირდება, ევროზონაში კი 4,2%-ით, თუმცა, 2021 წელს ზრდა დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *