Forbes: 2026 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

Forbes: 2026 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
illustration by Alice Lagarde for Forbes; photos by Ric Tapia/getty images; Stefan Matzke/sampics/getty images; Sean M. Haffey/getty images

Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, პლანეტის 50-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ბოლო 12 თვეში ჯამურად 4.1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის 4.2 მილიარდ დოლართან შედარებით დაახლოებით 3%-ით ნაკლებია.

შემოსავლების კლება ძირითადად NFL-ის ახალი მეგაკონტრაქტების შემცირებას უკავშირდება, თუმცა სპორტსმენების საერთო შემოსავალი მაინც ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეიტინგს ზედიზედ მეოთხედ ლიდერობს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის წლიურმა შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია. პორტუგალიელი ფეხბურთელის 235 მილიონი დოლარი უშუალოდ სპორტულ საქმიანობაზე მოდის, ხოლო 65 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებიდან და ბიზნესაქტივობებიდან.

მეორე ადგილზე მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესია 170 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე – ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 140 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი კალათბურთს ჰყავს. ტოპ-50-ში NBA-ის 20 მოთამაშე მოხვდა, რაც გასულ წელთან შედარებით ოთხით მეტია. Forbes-ის შეფასებით, NBA-ის ხელფასების მზარდი ზღვარი მომავალ წლებში ლიგის მოთამაშეების შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის.

Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში სპორტსმენები 18 ქვეყანასა და 8 სხვადასხვა სპორტს წარმოადგენენ.

2026 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
ადგილისპორტსმენისპორტიქვეყანაჯამური შემოსავალი შემოსავალი მოედანზეშემოსავალი მოედნის გარეთ
1კრიშტიანუ რონალდოფეხბურთიპორტუგალია$300 მლნ$235 მლნ$65 მლნ
2კანელო ალვარესიკრივიმექსიკა$170 მლნ$160 მლნ$10 მლნ
3ლიონელ მესიფეხბურთიარგენტინა$140 მლნ$70 მლნ$70 მლნ
4ლებრონ ჯეიმსიკალათბურთიაშშ$137.8 მლნ$52.8 მლნ$85 მლნ
5შოჰეი ოტანიბეისბოლიიაპონია$127.6 მლნ$2.6 მლნ$125 მლნ
6სტეფენ კარიკალათბურთიაშშ$124.7 მლნ$59.7 მლნ$65 მლნ
7ჯონ რამიგოლფიესპანეთი$107 მლნ$97 მლნ$10 მლნ
8ქარიმ ბენზემაფეხბურთისაფრანგეთი$104 მლნ$100 მლნ$4 მლნ
9კევინ დურნატიკალათბურთიაშშ$103.8 მლნ$54.8 მლნ$49 მლნ
10ლუის ჰამილტონიავტორბოლადიდი ბრიტანეთი$100 მლნ$70 მლნ$30 მლნ