Forbes: აშშ-ის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიები

Forbes: აშშ-ის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიები

ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 100 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც გამოცემამ ათზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა, მათ შორისაა: კვლევასა და განვითარებაში (R&D) ინვესტიციები, პატენტები და ინტელექტუალური საკუთრება, ინვესტორების ნდობა, კაპიტალზე უკუგება და კომპანიის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურებები.

რეიტინგის შესადგენად Forbes-მა S&P 500-ში შემავალი ყველა კომპანია გააანალიზა, საბოლოო სიაში კი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე 100 კომპანია მოხვდა.

ამერიკის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly იკავებს. მას სიაში Apple-ი და Nvidia მოსდევს. მეოთხე ადგილზე ბიოტექნოლოგიური კომპანია Amgen-ია, ხოლო მეხუთეზე – Meta. რეიტინგში ჯეფ ბეზოსის Amazon-ი მეექვსე პოზიციას სჯერდება.

Eli Lilly-ის პირველ პოზიციაზე მოხვედრა, Forbes-ის შეფასებით, კომპანიის მიერ ახალი მედიკამენტების შექმნის მასშტაბებმა და სწრაფმა ტემპმა განაპირობა. ამერიკული ფარმაცევტული ფირმა GLP-1-კლასის პრეპარატებს აწარმოებს, მათ შორის წონის კლებისთვის განკუთვნილ Mounjaro-სა და Zepbound-ს. Eli Lilly ასევე მუშაობს ალცჰაიმერის, კიბოსა და შაკიკის სამკურნალო ახალ თერაპიებზე.

Eli Lilly-ის წარმატება ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ინტერესშიც გამოიხატება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 79%-ითაა გაზრდილი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $1.17 ტრილიონს უახლოვდება.

რეიტინგში მეექვსე ადგილზე მყოფი Amazon-ის ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად არსებული ტექნოლოგიების მუდმივ გაუმჯობესებას ასახელებენ. Amazon-მა 2022 წელს AI-რობოტები, Proteus-ები, წარადგინა, რომლებიც ამჟამად კომპანიის დაახლოებით 300 რობოტიზებული ობიექტიდან 25-ში გამოიყენება.

წლევანდელი რეიტინგი საინტერესოა იმ ფაქტითაც, რომ თავად გამოცემამ სიის შედგენისას ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენა. კერძოდ, რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტი ე.წ. „სინთეტიკური აუდიტორიების“ რეაქციებს ეფუძნება.

ეს უკანასკნელი AI-ის მიერ შექმნილი მოდელებია, რომლებიც ინვესტორების, ანალიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მომხმარებლების ტიპურ ქცევასა და შეხედულებებს ასახავენ. ამ სისტემის დახმარებით, გამოცემამ ათასობით რეალური განცხადება და სხვა ტიპის მასალები, მათ შორის კომპანიების პრესრელიზები, სოციალური ქსელებისა და ბლოგების პოსტები, ხელმძღვანელების განცხადებები გააანალიზა.

აშშ-ის 20 ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანია

Eli Lilly

ინდუსტრია: ფარმაცევტული პროდუქტები და ბიოტექნოლოგია
სათავო ოფისი: ინდიანაპოლისი, ინდიანა
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): დევიდ ა. რიქსი
დაარსების წელი: 1876

Apple

ინდუსტრია: დივერსიფიცირებული
სათავო ოფისი: კუპერტინო, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ტიმ კუკი
დაარსების წელი: 1976

NVIDIA

ინდუსტრია: ნახევარგამტარები
სათავო ოფისი: სანტა-კლარა, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ჯენსენ ჰუანგი
დაარსების წელი: 1993

Amgen

ინდუსტრია: ფარმაცევტული პროდუქტები და ბიოტექნოლოგია
სათავო ოფისი: თაუზენდ-ოუქსი, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): რობერტ ა. ბრედვეი
დაარსების წელი: 1980

Meta Platforms

ინდუსტრია: დივერსიფიცირებული
სათავო ოფისი: მენლო-პარკი, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): მარკ ელიოტ ცუკერბერგი
დაარსების წელი: 2004

Amazon

ინდუსტრია: დივერსიფიცირებული
სათავო ოფისი: სიეტლი, ვაშინგტონი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ენდრიუ რ. ჯასი
დაარსების წელი: 1994

Alphabet

ინდუსტრია: დივერსიფიცირებული
სათავო ოფისი: მაუნტინ-ვიუ, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): სუნდარ პიჩაი
დაარსების წელი: 2015

Boeing

ინდუსტრია: აეროკოსმოსური / თავდაცვა
სათავო ოფისი: არლინგტონი, ვირჯინია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): რობერტ კელი ორტბერგი
დაარსების წელი: 1916

Oracle

ინდუსტრია: პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა
სათავო ოფისი: რედვუდ-შორსი, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): კლეი მაგუირკი
დაარსების წელი: 1977

Mastercard

ინდუსტრია: ფინანსები
სათავო ოფისი: პერჩესი, ნიუ-იორკი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): მაიკლ ე. მიბახი
დაარსების წელი: 1966

Merck & Co.

ინდუსტრია: ფარმაცევტული პროდუქტები და ბიოტექნოლოგია
სათავო ოფისი: კენილვორთი, ნიუ-ჯერსი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): რობერტ მ. დევისი
დაარსების წელი: 1891

Johnson & Johnson

ინდუსტრია: ფარმაცევტული პროდუქტები და ბიოტექნოლოგია
სათავო ოფისი: ნიუ-ბრანსუიკი, ნიუ-ჯერსი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ხოაკინ დუატო
დაარსების წელი: 1886

Microsoft

ინდუსტრია: დივერსიფიცირებული
სათავო ოფისი: რედმონდი, ვაშინგტონი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): სატია ნადელა
დაარსების წელი: 1975

Visa

ინდუსტრია: ფინანსები
სათავო ოფისი: ფოსტერ-სიტი, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): რაიან მაკინერნი
დაარსების წელი: 1958

Motorola Solutions

ინდუსტრია: ტელეკომუნიკაციების აღჭურვილობა
სათავო ოფისი: ჩიკაგო, ილინოისი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): გრეგორი ქიუ. ბრაუნი
დაარსების წელი: 1928

Bristol Myers Squibb

ინდუსტრია: ფარმაცევტული პროდუქტები და ბიოტექნოლოგია
სათავო ოფისი: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): კრისტოფერ ს. ბორნერი
დაარსების წელი: 1887

KLA

ინდუსტრია: ნახევარგამტარების წარმოების მხარდაჭერა
სათავო ოფისი: მილპიტასი, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): რიკ ოლესი
დაარსების წელი: 1997

CrowdStrike

ინდუსტრია: კიბერუსაფრთხოება
სათავო ოფისი: ოსტინი, ტეხასი
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ჯორჯ პ. კურცი
დაარსების წელი: 2011

Broadcom

ინდუსტრია: ნახევარგამტარები
სათავო ოფისი: პალო-ალტო, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ჰოკ ე. ტანი
დაარსების წელი: 1961

Intel

ინდუსტრია: ნახევარგამტარები
სათავო ოფისი: სანტა-კლარა, კალიფორნია
აღმასრულებელი დირექტორი (CEO): ლიპ-ბუ ტანი
დაარსების წელი: 1968