Forbes Georgia | 2025 წლის მარტის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის მარტის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის მარტის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

◾ ყდაზე | აბრეშუმის გზის ახალი ელჩი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე 

შიაოჯუნ ი, იგივე სანდრო ბერიძე, 22 წელია, ორ სამყაროს აკავშირებს: ჩინეთიდან საქართველოში წელიწადში 1000-ზე მეტ კონტეინერს, აგრეთვე სტუდენტებსა და ტურისტებს გზავნის. ამავდროულად ქართული ღვინის 200-მდე სახლს ამარაგებს, რომლებიც მან ჩინეთში დააფუძნა.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

ფაქტი და კომენტარი

◾ თუ ირჩევ სირცხვილს, იღებ ომს | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი

ამერიკა ტარიფებს უწესებს მოკავშირეებს და რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრობს. ეს ყოველივე სლოგანით ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ჩნდება კითხვა – რა მოხდება, თუ აშშ იზოლაციონიზმისკენ შებრუნდება და ინტერნაციონალიზმსა და გლობალურ ლიდერობას დათმობს?

წაიკითხეთ სრულად 

რეიტინგები

◾ საერთაშორისო პროტესტი რიცხვებში | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

2018-2024 წლებში მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი პროტესტი და აჯანყება დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი დემონსტრაცია აზია-წყნარ ოკეანეშია, ქვეყნების მიხედვით კი პირველ სამ ადგილს ინდოეთი, აშშ და პაკისტანი იკავებენ. ათეულში არიან მექსიკა, სამხრეთი კორეა, საფრანგეთი, ბრაზილია, პალესტინა, იტალია და ირანი. 2012-2022 წლებში პროტესტის მთავარი მიზეზები პოლიტიკური რეპრეზენტაციის კრახია. შემდეგ მოდის ეკონომიკური სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებები და გლობალური სამართლიანობა

წაიკითხეთ სრულად 

◾ რას ვყიდით ევროკავშირსა და დსთ-ში? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე 

2024 წელს საქართველოს ადგილობრივმა ექსპორტმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტს, ანუ მასში არ შედის რეექსპორტი. 3 მილიარდი დოლარის ექსპორტიდან 1.3 მილიარდ დოლარამდე დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობაზე (დსთ) მოდის, ხოლო 477 მლნ დოლარი – ევროკავშირის ქვეყნებზე.

◾ ტოპ-10: ყველაზე მოგებიანი სუპერმარკეტები 

ამ რეიტინგში წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე არსებული ათი უმსხვილესი სუპერმარკეტი და მათი ფინანსური მაჩვენებელები. სუპერმარკეტების რეიტინგი მომზადებულია 2023 წლის მოგების მარჟის (დაბეგვრამდე მოგების ფარდობა შემოსავლებთან) მიხედვით

იხილეთ სრულად

◾ საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.

იხილეთ სრულად

მოსაზრება

◾ პუტინით აღტაცება: რამ შეცვალა ტრამპის რიტორიკა? | ავტორი: აკა ზარქუა

ფინეთის პრეზიდენტის სასახლის სარკეების დარბაზი 2018 წელს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი სამიტის ადგილი გახდა. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეხვედრის ოთახში, მრჩევლების გარეშე, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით ჩაიკეტნენ. მოლაპარაკებები 4 საათს გრძელდებოდა. შეხვედრის შემდეგ პუტინი და ტრამპი ჟურნალისტებით სავსე პრესკონფერენციის ოთახში გამოვიდნენ. ტრამპს ხელში ეკავა ფეხბურთის ბურთი – ვლადიმირ პუტინის საჩუქარი მისი უმცროსი ვაჟისთვის, ბერონისთვის.

წაიკითხეთ სრულად 

◾ 10 მთავარი გეოპოლიტიკური რისკი | ავტორი: აკა ზარქუა

მსოფლიო უკიდურესად საშიშ ფაზაში შედის, რომელშიც გლობალური წესრიგი სწრაფად იცვლება. იან ბრემერის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო ცენტრის, EurasiaGroup-ის ყოველწლიური ანგარიშის ავტორები შექმნილ ვითარებას გასული საუკუნის 1930-იან წლებსა და ცივი ომის საწყის პერიოდს ადარებენ. მათი აზრით, წლის მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ათეული ასე გამოიყურება.

წაიკითხეთ სრულად 

◾ როგორ აისახა პოლიტიკური კრიზისი და სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

პოლიტიკური კრიზისი, რაც ძირითადად უწყვეტ საპროტესტო აქციებში გამოიხატება, ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე ახდენს უარყოფით გავლენას. პირველ რიგში, ტურისტებისა და ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. თუმცა საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის გაცილებით დიდი პოტენციალი დასავლურ სანქციებს აქვს.

ლიბერალური დემოკრატიის მოშლა ძვირი ჯდება | ავტორი: ეგნატე შამუგია

პოლიტიკური არასტაბილურობა და მმართველი ელიტის მემარცხენე პოპულიზმი (პერონიზმი) არგენტინის ეკონომიკური ჰეგემონიის განადგურების საფუძველი გახდა. ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მემარცხენე პოპულიზმი სხვა ლათინური ქვეყნების წყევლა აღმოჩნდა. ემპირიული ლიტერატურა ხაზს უსვამს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ინსტიტუციურ გარემოზე მემარცხენე პოპულიზმის უარყოფით როლს. ისეთი პრინციპების ხელყოფაზე, რომლებიც გრძევადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

რეპორტაჟი

◾ ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და Georgia Capital-ის დავის ისტორია| ავტორი: ანიტა მუსკარია

2019 წელს საქართველოს კაპიტალმა ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლისაგან ორი სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის (BGA-სა) და თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის (BIST-ის) 70% შეისყიდა. ხელშეკრულების დადებიდან 6 წლის თავზე პარტნიორებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. საქმიანი ურთიერთობების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა, დავა განსაკუთრებით მძაფრი ბოლო პერიოდში გახდა.

წაიკითხეთ სრულად

ინტერვიუ და პროფილი

◾ კოდისა და ფულის გზაჯვარედინზე | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სალიმ დანანი Pave Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია. მის მიერ შექმნილი მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ტრადიციული ფინანსები და რეგულირებული ციფრული აქტივები ერთ სივრცეში მართონ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი ნეობანკის შექმნის შემდეგ სალიმის მთავარი მისია გლობალური ფინანსური სისტემების შემდეგ ეტაპზე აყვანაა.

◾ დასაქმება ერთი ხელის მოსმით | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სულ რაღაც ორ წელიწადში ქართული სტარტაპი Awork დასაქმების მცირე პლატფორმიდან ჩამოყალიბებულ ციფრულ ეკოსისტემად იქცა, რომელიც აპლიკაციებს, ვებგვერდსა და აპლიკანტების სამართავ სისტემას აერთიანებს. დღეს მას 150,000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი და 1,000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. სწრაფი ზრდა ოპერაციული კუთხით ნებისმიერი ორგანიზაციისათვის გამოწვევაა, თუმცა Awork-ის საოპერაციო დირექტორს, გიორგი მუმლაძეს ასეთ სირთულეებთან გასამკლავებლად ცოდნაც აღმოაჩნდა და მონდომებაც.

წაიკითხეთ სრულად

◾ სიმპტომური მედიცინიდან – პრევენციული მედიცინისკენ | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

პრევენციული მედიცინა და ჰოლისტური ჯანდაცვა − ესაა ევექსის განვითარების ორი უმთავრესი მიმართულება. ქვეყანაში პირველადი მედიცინის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის იდენტობის ცვლილება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისის, Health Coaching-ის შეთავაზებაც ამას ემსახურება. ამ გარდაქმნისა და ევექსის გეგმების შესახებ კომპანიის დირექტორი, გოგა გორდაძე გვესაუბრა.

წაიკითხეთ სრულად

◾ მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება | ავტორი: ანინა ტეფნაძე

2022 წელს სანდრო თავხელიძემ მიზნად დაისახა, უნივერსალური პრობლემა გადაეჭრა და ადამიანებისთვის ყოველდღიური საქმეების აუტანელი სიმძიმე შეემსუბუქებინა. მის მიერ შექმნილი პლატფორმის, Wempler-ის ანგარიშზე უკვე 70,000-ზე მეტი შესრულებული დავალებაა, ხოლო ჯამური ინვესტიცია $400,000- ს აღწევს. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ სანდრო შედეგების რეპლიკაციას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

გამოძიება

◾ რა წყალმა წაიღო შავი ზღვის კაბელი? | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

საქართველოს შეუძლია, ინტერნეტი პირდაპირ ევროპისგან მიიღოს: 1,200-კილომეტრიანი კაბელი, თურქეთისა და რუსეთის გვერდის ავლით, ბულგარეთთან გვაკავშირებს. რატომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას? შავი ზღვის ინტერნეტკაბელი 2008 წლიდან არსებობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაგრამ ის საქართველოსთვის სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.

წაიკითხეთ სრულად

◾ ფსევდოდრაკულას დაბრუნება | ავტორი: ნიკა ხოფერია

2024 წლის 25 დეკემბერს, შობას, კინოთეატრებმა რობერტ ეგერსის ახალ ფილმს, საშინელებათა ჟანრის სურათს „ნოსფერატუს“ უმასპინძლეს. გოთური ატმოსფერო, XIX საუკუნის ესთეტიკა, მისტიკა, ოკულტიზმი, ვამპირიზმი – საყვარელი და თან მონატრებული თემებია, რომლებიც ახალგაზრდა რეჟისორმა გააცოცხლა და გადმოიტანა კინოეკრანებზე.

წაიკითხეთ სრულად