Forbes Georgia: 30 Under 30 - მუსიკა

Forbes Georgia: 30 Under 30 - მუსიკა

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს მუსიკის სფეროში (ანბანური თანმიმდევრობით):

სოფო ბათილაშვილი, 19

ერეკლე დეისაძე, 28

სოფი ვილი, 27

ალექს კორძაია, 24

ანა კუბლაშვილი, 29

თორნიკე მარგველაშვილი, 29

მაქს მაჩაიძე, 23

ტატო რუსია, 24

ჯეი ჯაფარიძე, 26

FuLa, 26

———-

მუსიკის სფეროს ჟიური:

აჩიკო გულედანი, პრომოუტერი.

გიორგი გვარჯალაძე, პროდიუსერი.

გია ხადური, “უცნობი მუსიკის” წამყვანი.

———-

ფოკუსში: ტატო რუსია, 24. MokuMoku, მუსიკოსი.

“ყველაზე ღარიბი MC საქართველოში” – ასე ახასიათებს მუსიკოსი ტატო რუსია საკუთარ თავს. ასეთი შეფასების მიუხედავად, ბენდი MokuMoku საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს ქართულ მუსიკალურ სცენაზე. 2018 წლის ზაფხულში მათ შესაძლებლობა მიეცათ, დაეკრათ ესპანეთში, Mad Cool Festival-ზე, სადაც ასევე უკრავდნენ ისეთი გამოჩენილი ბენდები, როგორიცაა Tame Impala და Depeche Mode.

მათი მუსიკა ლაივში განსაკუთრებით შთამბეჭდავია – მრავალფეროვან ცოცხალ ინსტრუმენტებს ზურგს ელექტრონული ბიტები უმაგრებენ. ამ ყველაფერის თავზე კი ტატოს ენერგიული რეპ–ვოკალი ისმის, მისი “ფლოუ” იდეალურად აჯდება ბენდის ფანკზე ორიენტირებულ ინსტრუმენტალს. ასევე სასიამოვნოა, როდესაც ბენდი გადადის რელსებიდან და იმპროვიზაციის რეჟიმში აღმოჩნდება, ამ დროს განსაკუთრებით საინტერესოა ტატოს ცნობიერების ნაკადის მოსმენა, რომელსაც ის ძალიან სუფთა და რიტმში ჩასმული ფრისტაილით გადმოგვცემს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტატოს აქვს თითქმის უნაკლო ამერიკული გამოთქმა, რომელიც, მის იმიჯთან ერთად, შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ ის არა საბურთალოზე, არამედ შიგ ბრონქსში გაიზარდა. ამერიკული ჰიპ-ჰოპ–კულტურა მართლაც რომ მშობლიურია მისთვის, თუმცა მისი გემოვნება ისეთი ალტერნატიული არტისტებისკენ გადაიხრება, როგორებიც არიან ლეგენდარული MF Doom და J Dilla.

ესპანეთში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ტატო რუსია და MokuMoku აგრძელებენ მსმენელების გახარებას ახალი ნაწარმოებებითა და ლაივებით, რომლებზე წასვლასაც ყველას აუცილებლად გირჩევთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *