Forbes Georgia-ს 2020-2021 წელი. 30/30 წლამდე – აპლიკაციების მიღება დაწყებულია!

Forbes Georgia-ს 2020-2021 წელი. 30/30 წლამდე – აპლიკაციების მიღება დაწყებულია!

2020-ის 4 დეკემბრიდან – 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

[MAINPICTURE]

Forbes-ი იწყებს 2020-ის 30 წლამდე ასაკის ლიდერების შერჩევის პროცესს. მართალია, აპლიკაციების მიღების დაანონსება დაგვიგვიანდა, მაგრამ ამის მიზეზი ალბათ ყველასთვის ნათელია – ეს ქვეყანაში და გლობალურად შექმნილი საკმაოდ მძიმე და უჩვეულო ვითარებაა. ყველა შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა თავის ისტორიაშია პირველად აწყდება ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, რომლის საფუძველიც არ არის ეკონომიკური მიზეზები, არამედ მთავარი მიზეზი – ჯანმრთელობაზე მიტანილი იერიშია.

მიუხედავად იმ მძიმე შედეგებისა, რაც პანდემიამ არა მხოლოდ გლობალურად, არამედ საქართველოს კონტექსტშიც რეალობად აქცია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითქმის სრული ჩაკეტილობა, გლობალური ეკონომიკური ვარდნა, პრაქტიკულად მანუალურ მართვაზე გადაყვანილი ეკონომიკა ყველასთვის პრობლემაა, თუმცა ონლაინ სფეროში გადატანილი რეალური ცხოვრება და ბიზნესი ახალგაზრდებისთვის შესაძლოა  დიდი შესაძლებლობის მომტანიც აღმოჩნდეს.

პანდემიის პირობებში, 2020 წელი უკვე საყოველთაოდ მოინათლა, როგორც გაურკვევლობის წელი, თუმცა მცირე გარკვეულობა რაც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ამ რთულ პერიოდში ის არის, რომ თუ თქვენ განაცხადის ამ ფორმას კითხულობთ, 30 წლამდე ასაკის ლიდერების შერჩევის პროცესი Forbes-მა ნამდვილად გამოაცხადა.

აპლიკაციის ონლაინ ფორმის შევსება შეგიძლიათ ყველას, ვისი წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება.

  • გამომგონებლები – რომელთა გამოგონებასაც ან უკვე ვიყენებთ ან სულ მალე, დადასტურებულად გამოვიყენებთ;
  • ახალი ტექნოლოგიების შემქმნელები – რომელთა ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზეც ბაზარზე გამოკვეთილი მოთხოვნაა;
  • სპორტსმენები – რომელთა წარმატებაც მხოლოდ ცნობადობის მაღალი ხარისხით კი არა, შემოსავლების კუთხითაც ახდენს შთაბეჭდილებას;
  • მეცნიერები – რომელთა მიგნებები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე ან ასეთის დადასტურებული პოტენციალი აქვს;
  • ანტრეპრენიორები და მეწარმეები – რომელთა მიდგომებსაც ბიზნესის წარმოების სფეროში არა მხოლოდ მოგება მოაქვთ, არამედ სტანდარტის ამაღლებას, მაღალი პასუხისმგებლობის განცდის დანერგვას და სხვა დასავლური ღირებულებების დამკვიდრებას უწყობენ ხელს;
  • ბაზარზე თამაშის ახალი წესებისშემქმნელები, რომელთა გავლენაც განხორციელებული ინიციატივების დონეზე დაითვლება კანონებისა და პოლიტიკის სფეროში;

Forbes-ის მიზანია მიაგნოს ახალ სახეებს და სახელებს და დაეხმაროს მათ ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში. ამ მიდგომით, Forbes-ი ქმნის 30-წლამდელთა საზოგადოებას – ერთგვარ ქსელს, რომელიც 21-ე საუკუნეში ბიზნესში და ნებისმიერ სხვა სფეროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ონლაინ ფორმა ქართული ფორბსის 30/30 ნომინანტების სიებში მოსახვედრად.

აპლიკაციასთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

სარეკომენდაციო წერილი

  • უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას ნომინანტის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევების და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში.
  • გაცემული უნდა იქნეს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ.
  • მითითებული უნდა იქნეს რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სარეკომენდაციო წერილის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.

დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის დასკანერებული ასლი)

  • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.

რა  ხდება ფორმის შევსების შემდეგ?

თქვენ ვერ მიიღებთ დადასტურებას ელ. ფოსტის მისამართზე. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ  თქვენი მონაცემები მიღებულია და განიხილება. მონაცემების შეფასების პირველ ეტაპს ახორციელებს ფორბსის რედაქცია, რომელიც ნომინანტების წინასწარ სიას (long list) შეადგენს. აღნიშნული სია გადაეცემა ჟიურის საბოლოო გამარჯვებულების გამოსავლენად.

ნომინანტის ასაკი

2020 წლის კონკურსის მონაწილე უნდა იყოს 29 წლის ან უფრო ზუსტად, 2020წლის 31 დეკემბერისათვის არ უნდა იყოს 29 წელ გადაცილებულის (დაბადების წელი 1991 წლიდან).

წარმოშობა

კანდიდატის მოქალაქეობას  არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, სად იმყოფებიან ნომინანტები და სად არის მათი ბიზნესი ცნობილი. ჩვენს შემთხვევაში ეს საქართველოა.

როგორ ქმნის ფორბსი 30 წლამდე ჩამონათვალს?

ეს  სამსაფეხურიანი  პროცესია.

  1. ნომინანტების მიერ ინვესტორების, ხელმძღვანელების, დამფუძნებლების, მეწარმეების სარეკომენდაციო წერილების და დაბადების თარიღის დამამტკიცებელი მოწმობის წარდგენა აპლიკაციის ფორმასთან ერთად (Forbes-ის რედაქციის მიერ სარეკომენდაციო წერილებში მითითებული ინფორმაციის შემდგომი  გამოყენების (მოხსენიების) უფლებით.
  2. Forbes-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული იქნება ღირსეულ ფინალისტთა სია (ე.წ. long list).
  3. დამოუკიდებელი ჟიურის ფორბსის რედაქციის მიერ წარდგენილი ფინალისტების სიიდან გამოავლენს 6 გამარჯვებულის თითოეულ კატეგორიაში.

კატეგორიების ჩამონათვალი / დარგები

  • კულტურა & სტილი – მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა,დიზაინი, მოდა, გართობა, რეკლამა;
  • ტექნოლოგიები – ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, E-Commerce;
  • ანტრეპრინიორები/მეწარმეები – წარმოება, ინდუსტრია, ვაჭრობა (ონლაინ);
  • მეცნიერება – ყველა ტიპის მეცნიერება;
  • სპორტი – ყველა ტიპის სპორტი;

რა მოხდება, თუ კომპანიას ან ორგანიზაციას ერთზე მეტი დამფუძნებელი ჰყავს?

თქვენ დ ათქვენს დამფუძნებლებს / ბიზნესპარტნიორებს შეგიძლიათ ერთობლივად დაასახელოთ 30 წლამდე ასაკის კანდიდატი. სიის შედგენისას, დარწმუნდით, რომ შეიტანეთ30 წლამდე ასაკის ყველა თქვენი თანადამფუძნებლის, ან პარტნიორის სახელი.

შეიძლება ყველა კანდიდატი ვერ მოხვდეს განსახილველ სიაში, თუმცა ცალკეული კანდიდატები შესაძლოა დარჩნენ სიაში.

ვინ არის ნომინაციების მესაკუთრე ?

აპლიკაციის ონლაინ ატვირთვის შემდეგ, ინფორმაცია ხდება Forbes-ის საკუთრება.

Forbes-ი უფლებას იტოვებს გამოიყენოს თქვენი ნომინაციის შინაარსი პროექტის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

როდის და რა ფორმით მოხდება დაჯილდოება?

დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება ონლაინ. ზუსტ თარიღს, ფორმატს და ბმულს ადევნეთ თვალი უკვე ახალი წლის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 30 under 30

გისურვებთ წარმატებებს!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *