Forbes: კრიპტომილიარდერების 2024 წლის რეიტინგი

Forbes: კრიპტომილიარდერების 2024 წლის რეიტინგი

„კრიპტოზამთარი“ დასრულდა. ბოლო 12 თვეში ბიტკოინის ფასი გაორმაგდა და მას შემდეგ, რაც აშშ-ში ამ კრიპტოვალუტის ETF-ები გახდა დაშვებული, ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 73,000 აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ფასი 170%-ით გაიზარდა და ინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაციას 1.6 ტრილიონი დოლარი შემატა.

ამ ყველაფრის ფონზე, Forbes-ის 2024 წლის მილიარდერთა სიის თანახმად, კრიპტომილიარდერების რაოდენობა ცხრიდან ჩვიდმეტამდე გაიზარდა. ამ ჩვიდმეტი ინვესტორის საერთო ქონება 93 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ეს კი წინა წლის 37-მილიარდდოლარიან მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.

მესამე წელია, პირველ ადგილზე უმხსვილესი კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჟაოა. მიუხედავად ამერიკაში წაყენებული ფულის გათეთრების ბრალდებებისა, მისი ქონება წლიურად მილიარდი დოლარით გაიზარდა და 33 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად, ის მსოფლიოში 50-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ამ წელს დიდი მოგება ნახეს MicroStrategy-ის CEO მაიკლ სეილორმა და კრიპტობირჟა Coinbase-ის CEO ბრაიან არმსტრონგმაც. MicroStrategy-მა ბიტკოინში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა, რის წყალობითაც მისი ღირებულება გასული წლის 760 მილიონი დოლარიდან 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება Coinbase-ს, მისი ფასი ერთ წელიწადში 2.2 მილიარდი დოლარიდან 11.2 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

Forbes-ის რეიტინგში პირველად მოხვდნენ ჯანკარლო დევასინი, პაოლო არდოინო, ჟან-ლუის ვან დერ ველდე და სტიუარტ ჰოგნერი – ოთხივე მათგანი კონტროვერსიული, მაგრამ მოგებიანი სტეიბლკოინის გამომშვები Tether-ის მეწილეები არიან.

2024 წლის კრიპოინდუსტრიის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია ასეთია:

17. ჯო ლაუ – 1.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Alchemy;

16. ნიკილ ვიშვანათანი – 1.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Alchemy;

15. ტიმ დრეიპერი – 2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin;

14. სტიუარტ ჰოგნერი – 2.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;

13. მაიკ ნოვოგრაცი– 2.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Galaxy Digital Holdings, Bitcoin;

12. ტაილერ ვინკლევოსი – 2.7 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Gemini;

11. კამერონ ვინკლევოსი – 2.7 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Gemini;

10. ჯედ მაკალები – 2.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: XRP;

9. მეთიუ როსზაკი – 3.1 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Ethereum;

8. ფრედ ერსამი – 3.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Coinbase, Paradigm;

7. კრის ლარსენი – 3.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Ripple, XRP;

6. ჟან-ლუის ვან დერ ველდე – 3.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;

5. პაოლო არდოინო – 3.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;

4. მაიკლ სეილორი – 4.4 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: MicroStrategy, Bitcoin;

3. ჯანკარლო დევასინი – 9.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;

2. ბრაიან არმსტრონგი – 11.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Coinbase;

1. ჩანპენ ჟაო – 33 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Binance.