ამერიკულმა Forbes-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის უახლესი მონაცემებით, დღეს NBA-ის კლუბის საშუალო ღირებულება $3.85 მილიარდს უტოლდება, რაც 35%-ით მეტია გასულ წელთან, და 75%-ით მეტი – 2019 წელთან შედარებით. ამ სეზონში ლიგა დაახლოებით $13 მილიარდს მიიღებს (გადასახადების დაფარვამდე და შემოსავლის გაზიარებამდე) – 23%-ით მეტს, ვიდრე გასულ სეზონში.
NBA-ის შემოსავლების ზრდის დიდი ნაწილი სპონსორობაზე მოდის, რომელიც განსაკუთრებით გასულ სეზონში გაფართოვდა, თუმცა 2023-24 წლების სეზონის განმავლობაში შესაძლოა ორნიშნიანი ზრდაც კი დააფიქსირო – ძირითადად ლიგის ახალი შიდა სეზონური ტურნირისა და მაისურებზე სხვადასხვა ბრენდის ლოგოების დატანაზე შეთანხმებების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, რომელთა შორისაც ერთ-ერთი New York Knicks-თან უკვე გაფორმდა.
მიმდინარე წლის რეიტინგში, ზედიზედ უკვე მეორე წელია, ყველაზე ძვირად ღირებული გუნდის ტიტულს Golden State Warriors-ი ინარჩუნებს. კლუბის ღირებულება მხოლოდ ერთ წელიწადში 10%-ით გაიზარდა და $7.7 მილიარდს მიაღწია.Warriors-მა 2022-23 წლების სეზონში $765 მილიონის შემოსავალი მიიღო, 48%-ით მეტი, ვიდრე სხვა კლუბებმა. მის გარდა, $6-მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა NBA-ის მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო, Knicks-მა ($6.6 მილიარდი) და Los Angeles Lakers-მა ($6.4 მილიარდი).
მიმდინარე წლის ბოლო 12 თვეში ღირებულების ზრდა NBA-ის ორი კლუბის გაყიდვამაც განაპირობა. Phoenix Suns-ი თებერვალში მეთ და ჯასტინ იშბიებმა $4 მილიარდად შეისყიდეს, აგვისტოში კი მაიკლ ჯორდანმა Charlotte Hornets-ი $3 მილიარდად რიკ შნალსა და გებ პლოტკინს მიჰყიდა. ხოლო აპრილში, Milwaukee Bucks-ის 25%-იანი წილი ჯიმი და დი ჰასმალებმა $3.2 მილიარდის ღირებულებით შეისყიდეს.
საერთო ჯამში, 2022-23 წლების სეზონში, NBA-ის შემოსავალი, გასულ სეზონთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ზრდამ თითო კლუბისთვის საშუალოდ $353 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022-23 წლებში, NBA-ის შემოსავლების 60%-ზე მეტი მედიაზე მოდის, ჯამში 30% – მაყურებელთა დასწრებაზე, 10%-ზე მეტი კი სტადიონის სპონსორობასა და რეკლამირებაზე.
მიუხედავად ამისა, საოპერაციო მოგება 22%-ით თითოეული კლუბისთვის საშუალოდ $71 მილიონამდე დაეცა, ძირითადად მოთამაშეთა უფრო მაღალი ხელფასების (მათ შორის ბენეფიტების) გავლენით.
NBA-ის 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბები:
- Golden State Warriors
ღირებულება: $7.7 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 10%
საოპერაციო მოგება: $79 მლნ
- New York Knicks
ღირებულება: $6.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 8%
საოპერაციო მოგება: $169 მლნ
- Los Angeles Lakers
ღირებულება: $6.4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 8%
საოპერაციო მოგება: $159 მლნ
- Boston Celtics
ღირებულება: $4.7 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 18%
საოპერაციო მოგება: $88 მლნ
- Los Angeles Clippers
ღირებულება: $4.65 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 19%
საოპერაციო მოგება: $-12 მლნ
- Chicago Bulls
ღირებულება: $4.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 12%
საოპერაციო მოგება: $115 მლნ
- Dallas Mavericks
ღირებულება: $4.5 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 36%
საოპერაციო მოგება: $83 მლნ
- Houston Rockets
ღირებულება: $4.4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 38%
საოპერაციო მოგება: $125 მლნ
- Philadelphia 76ers
ღირებულება: $4.3 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 37%
საოპერაციო მოგება: $120 მლნ
- Toronto Raptors
ღირებულება: $4.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 32%
საოპერაციო მოგება: $75 მლნ