Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

Forbes: საქართველო ყურადღების ცენტრში

ამერიკული Forbes საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „საქართველო ყველას ინტერესშია, Facebook ჯგუფის დახმარებით“. ამ ჯგუფში სტატიის ავტორი კამპანიას Spend your summer in Georgia გულისხმობს, რომელიც საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ Facebook ჯგუფს დღეს 275 000–მდე წევრი ჰყავს და მასში საქართველოზე ისტორიებისა და ფოტოების გაზიარება ხდება.

რაც შეეხება Forbes-ის რჩევებს, გამოცემა მკითხველს ურჩევს საქართველოს მონახულებისას აუცილებლად ესტუმრონ სოფლებს, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს და ასევე ნახონ საბჭოთა არქიტექტურა. მათ შორის ავტორი აქცენტს აკეთებს წყალტუბოზე.

სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *