Forbes წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგს აქვეყნებს

Forbes წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგს აქვეყნებს

Forbes მსოფლიოს საუკეთესო MBA  პროგრამის მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. გამოცემამ რეიტინგის შესადგენად 2012 წლის კურსდამთავრებულთა შესახებ მონაცემები შეაგროვა, იმის დასადგენად დაუბრუნდათ თუ არა უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წელში, სტუდენტებს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია. 

საუკეთესო ორწლიან სასწავლებლად  London Business School დასახელდა, რომლის კურსადამთავრებულთა მოგებამ $119,100 შეადგინა. ერთწლიანად კი IMD დასახელდა $194,700-იანი მოგებით. შემოსავლები მოიცავს როგორც კურსდამთავრებულის ანაზღაურებას, ასევე ბონუსებს და შემოსავლებს აქციებიდან. 

საუკეთესო ორწლიანი პროგრამები:

London Business School – გადასახადი: $93 527; მოგება: $119 100 – წლიურად პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 2,411 სტუდენტია, საიდანაც უნივერსიტეტში 17%-ს – საშუალოდ 425-ს იღებენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 94%-ია.

IESE – University of Navarra – გადასახადი: $77 900; მოგება: $97 100; დასაქმების მაჩვენებელი: 95%. 

CEIBS (China Europe International Business School ) – ჩინეთის წამყვანი ბიზნესსკოლა – გადასახადი: $60 435; მოგება: $95000; დასაქმების მაჩვენებელი 93%. 

HEC Paris – დასაქმებს მაჩვენებელი 92%. გადასახადი: $66 584; მოგება: $85 300. 

Esade Business School – ესპანური ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 86%-ია. გადასახადი: $70 000; მოგება: $58 700. 

ერთწლიანი პროგრამების პირველი ხუთეული: 

IMD  (International Institute for Management Development) – დასაქმების მაჩვენებელი კურსის დასრულების შემდეგ: 82%. გადასახადი: $88 642; მოგება: $194 700. 

INSEAD – გადასახადი: $85 905; მოგება: $150 400.

IE Business School – გადასახადი: $82, 279; მოგება: $145 400.

Cambridge judge Business School – გადასახადი: $64 435; მოგება: $140 000. 

SDA Bocconi (School of Management;  Bocconi University ) – გადასახადი: $57 072; მოგება: $138 100.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.