Fuckup Nights Tbilisi Vol. 13

Fuckup Nights Tbilisi Vol. 13

ზოგჯერ საუკეთესო ამბავი არასწორი გადაწყვეტილებით იწყება… სწორედ ამიტომ ყოველთვიურად ასობით ადამიანი გლობალურ Fuckup სცენაზე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიას უყვება. Fuckup Nights ეს არის ღონისძიებათა სერია ყველასთვის, ვინც მზადაა, ისწავლოს სხვის შეცდომებზე. 

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიებია, რომლებსაც მომხსენებლები გვიზიარებენ, იქნება ეს CEO, რომელმაც მილიონიანი ინვესტიცია დაკარგა, ანტრეპრენერი, რომელმაც არასწორი ბიზნეს პარტნიორი აირჩია, მწერალი, რომლის ყველა წიგნი დაიწუნეს, თუ ათლეტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დაშავდა. Fuckup Nights-ის მომხსენებლები არიან ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა და მზად არიან, საკუთარი წარუმატებლობა სხვებს გაუზიარონ. 

“როდესაც სტარტაპ ბიურო შევქმენით, ჩვენი მთავარი მიზანი, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელის შეწყობა იყო. სწორედ ამ პროცესში  შევნიშნეთ ქართულ საზოგადოებაში წარუმატებლობის ნეგატიური აღქმა და შიში. ეს სტიგმა იყო, რამაც Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზება შთაგვაგონა.” – ამბობს გური ქოიავა, თბილისი სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი. 

24 მაისს, 20:00 საათზე, Fabrika-ს საკონფერენციო დარბაზში Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით რიგით მე-13 Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. დასწრება შეუძლია ყველას.

Fuckup Night Vol.13-ის მომხსენებლები იქნებიან: 

‣ კახა მაღრაძე, ჯეპრა • Gepra-ს უფროსი პარტნიორი

‣ გურამ შეროზია, ანტრეპრენერი და სოც-მედია ინფლუენსერი

‣ აჩიკო გულედანი, Tbilisi Open Air / AlterVision-ის დამფუძნებელი

‣ აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარე. 

Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს კი ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში Fuckup Tbilisi-ს სცენა ღია იყო ყველასთვის, ვინც არ შეუშინდა ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. ვუმასპინძლეთ სტარტაპებს, არქიტექტორებს, ექიმებს, პოლიტიკოსებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს და უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს. 

ისენი იყვნენ: 

ვახო ვახტანგიშვილი, Leavingstone-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი // ბესო პაპიაშვილი, Taxify Georgia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი // ნინო დარასელი, ონლაინ პლატფორმა AT.ge-ის დამფუძნებელი // ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ჟურნალ Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი // თეონა ბაღდავაძე, Key Communications-ის დამფუძნებელი // დავით ჩეჩელაშვილი, XPAND-ის (XPANDVision-ის) ბიზნესის // განვითარების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი // გიორგი მეშველიანი, InGlove-ის თანადამფუძნებელი // მაკო ქავთარაძე, SPY Recipe-ს დამფუძნებელი // ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი, Campus Studio / სტუდიო კამპუსი-ს თანადამფუძნებელი // ანანია გაჩეჩილაძე, აიისა • aiisa-ს დამფუძნებელი // მარინა ბერიძე, Rustavi 2-ის მუსიკალური პროდიუსერი // რომა გუჯაბიძე, Giffer-ის თანადამფუძნებელი // ანა დოლიძე, იურისტი, პროფესორი // ლევან დიასამიძე, Snap Fitness Georgia-ს თანადამფუძნებელი // მიშა მშვილდაძე, Formula Creative-ის დამფუძნებელი და პროდიუსერი // ქეთი ბოჭორიშვილი, Anaklia City-ს გენერალური დირექტორი // ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი // გიორგი პოპიაშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი // ზვიადი აიწურაძე, ფინტექ-პროფესიონალი // ირაკლი არჯევანიძე, IBCCS Georgia-ს დამფუძნებელი და რეგიონალური დირექტორი // ნატალია ხიზანიშვილი, Wolt-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში // შოთიკო გამეზარდაშვილი, Cashless-ისა და Eventer.ge-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი // ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი / Girchi-ს დამფუძნებელი // ირინკა ხომასურიძე, ანტრეპრენერი, ივენთ-მენეჯერი // შოთა გიორგობიანი, Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი // დავით მიზანდარი, Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი // ლევან ლაბარტყავა, ანტრეპრენერი და ბიზნეს-კონსულტანტი // კობა ქურდაძე, UniPAY-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი // ლევან ახვლედიანი, Orient Logic • ორიენტ ლოჯიკი-ს აღმასრულებელი დირექტორი // გიორგი ესვანჯია, TTM Group-ის მარკეტინგის დირექტორი  // ბიკო ბირბიჩაძე, ბუქერ / პრომოუტერი (Kazantip Republic, eZo Festival, GEM fest, Lisi Wood, CAFE-GALLERY, მტკვარზე • Mtkvarze). // ელენე კოხრეიძე, ვენდის და დანკინის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი // გიორგი ლალიაშვილი, AppStack-ის თანადამფუძნებელი // ქეთა ლომიძე, ანტრეპრენერი // დავით სუბელიანი, აქტივისტი თეთრი ხმაურის მოძრაობაში // ნიკ დვალიძე, ჟურნალისტი, სცენარისტი, PR მენეჯერი // სერგი გვარჯალაძე, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი // შოკო ჩაჩუა, ჰუმანას მარკეტინგის მენეჯერი და ვინტილატორის თანადამფუძნებელი // მარკ ადამ ჰაროლდი, ვილნიუსის ღამის მერი // თომას ბერნსი, Coda Story-ს ვიდეო პროდიუსერი // კახა ბაკურაძე, Movement Theatre / მოძრაობის თეატრი-ს დამფუძნებელი // ნანა ბაგალიშვილი, ცოდნის კაფე/Knowledge Cafe-ს დამფუძნებელი // გური ქოიავა, Fuckup Nights Tbilisi-ს თანაორგანიზატორი და GEM fest-ის ყოფილი გაყიდვების დირექტორი // ჰაიკ ასრიანცი, Fuckup Nights Tbilisi-ს თანაორგანიზატორი და Tbilisi Startup Bureau-ს თანადამფუძნებელი // სოფიო ქათამიძე, Gulf Georgia-ს გაყიდვების განყოფილების უფროსი // სანდრო კანდელაკი, ბიზნეს აქსელერატორ Spark • სპარკი-ს მენეჯერი // მაია სიდამონიძე, ანტრეპრენერი, ტურიზმისა და მასპინძლობის კონსულტანტი // თენგიზ მალანია, რეჟისორი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, “აფროდიტე” ინტიმ-სალონისა და ნდობის ტელეფონის თანადამფუძნებელი.