გაერთიანებული საამიროები უცხოელებს პირველად ისტორიაში მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს

გაერთიანებული საამიროები უცხოელებს პირველად ისტორიაში მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სახელმწიფო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ინვესტორებს, ექიმებს, სპეციალისტებს, გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტელექტუალებს, ხელოვანებს და მათი ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ქვეყნის მოქალაქეობაზე გააკეთონ განაცხადი.

“ახალი კანონის მიზანია ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა ქვეყანაში, რომლებიც ჩვენს განვითარებაში წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მახტუმმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იმისათვის რომ უცხოელმა მიიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ინვესტორები უნდა ფლობდნენ უძრავ ქონებას საამიროებში, უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი პატენტი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსგან ან სხვა ავტორიტარული საერთაშორისო ორგანოსგან დამტკიცებული, ასევე სარეკომენდაციო ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსგან;
  • ექიმები და სხვა სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ სამეცნიერო ველზე, და ეს სამუშაოები უნდა იყოს აუცილებელი და საჭირო გაერთიანებული საამიროებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილება და უნდა იყვნენ აღიარებული ორგანიზაციის წევრი;
  • მეცნიერები უნდა იყვნენ ჩართულები აქტიურ კვლევით საქმიანობაში უნივერსიტეტში, კვლევით ცენტრში ან კერძო სექტორში, ასევე ჰქონდეთ მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება, მიღებული უნდა ჰქონდეთ პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო ან დაფინანსება კვლევისთვის, ასევე მათ დასჭირდებათ სარეკომენდაციო წერილი აღიარებული აკადემიური ინსტიტუტისგან;
  • შემოქმედებითი პროფესიონალები უნდა იყვნენ „პიონერები“ კულტურის, ხელოვნების სფეროში, ჰქონდეთ ერთი ან მეტი საერთაშორისო ჯილდო მიღებული, მათაც დასჭირდებათ მთავრობისგან სარეკომენდაციო წერილი;

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანაა სპარსეთის ყურის რეგიონში, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭების პროცესს ფორმალური სახე მისცა. ადრე ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული პრივილეგიის შემთხვევაში ხდებოდა.