გამოძიება: Gates Foundation-ს ჯეფრი ეპსტინის დანაშაულებთან კავშირი არ ჰქონია

გამოძიება: Gates Foundation-ს ჯეფრი ეპსტინის დანაშაულებთან კავშირი არ ჰქონია

ფოტო: Getty Images

 

დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნით, Gates Foundation-ს არ ჰქონდა ჯეფრი ეპსტინის სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია და არც რაიმე ფორმით მონაწილეობდა მათში.

გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსისა და გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის ურთიერთობამ ფონდის საქმიანობის მიმართ დამატებითი კითხვები გააჩინა.

დასკვნის მიხედვით, გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ Gates Foundation-მა იცოდა ეპსტინის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ან რაიმე ფორმით იყო მათში ჩართული.

საქმის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბილ გეიტსი წარსულში ეპსტინს რამდენჯერმე შეხვდა. თავად გეიტსს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ამ ურთიერთობას შეცდომად მიიჩნევს და მას ნანობს.

 

ინფორმაცია ახლდება..