განკურნებათა ძიებაში

განკურნებათა ძიებაში

23 ივნისი, 2003 წელი.

“ეს ნამდვილი ოცნებაა“, – განაცხადა ჯულიან ადამსმა – ქიმიკოსმა კომპანიიდან, რომელიც ახლა Takeda Pharmaceuticals-ის შემადგენლობაშია. ის რვა წელი მუშაობდა წამალ, Velcade-ზე, რომელიც, საეტაპო წარმატების მიღწევის შემდეგ, ათ წელიწადში, მოიპოვებდა ნებართვას და იქცეოდა პირველ მედიკამენტად სისხლის კიბოს, მრავლობითი მიელომას წინააღმდეგ საბრძოლველად (დღეს Velcade-ი ქიმიოთერაპიაში გავრცელებული წამალია).

“ყოველი აღმოჩენის უკან რამდენიმე უცნობი გენიოსი იმალება, რომელთაც გამოიგონეს ის, რაც მანამდე არავის დასიზმრებია“, – წერდნენ Forbes-ში რობერტ ლანგრეტი და ზინა მუკჰაიბერი.

“წამლის მწარმოებლებს უყვართ უახლეს მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ტრაბახი… და იმაზე, თუ როგორ მიგვიყვანს ეს ინსტრუმენტები აუარებელ ინოვაციამდე. სინამდვილეში, სხვაობა შთამბეჭდავ წარმატებასა და საძაგელ წარუმატებლობას შორის შეგვიძლია, მცირეოდენ იღბალსა და კულისებში მშრომელ ენთუზიასტ ინვესტორამდე დავიყვანოთ.

ეს სამედიცინო ჯადოქრობები საკუთარ თავში გენიალურობის, ჟინისა და რწმენის უჩვეულო კომბინაციას ატარებენ, რაც უიმედო შანსების დაძლევისთვის არის საჭირო“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *