გასულ კვირას საფონდო ბირჟების ზრდის შედეგად 10-მა მილიარდერმა $51 მლრდ-ი "გამოიმუშავა“

გასულ კვირას საფონდო ბირჟების ზრდის შედეგად 10-მა მილიარდერმა $51 მლრდ-ი "გამოიმუშავა“

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები, ასევე უმუშევრობის დონე თითქმის ყოველდღიურად იზრდება; თუმცა, გასული კვირის მონაცემებით, საფონდო ბირჟებმა მცირედი გაუმჯობესება აჩვენეს. Dow Jones-ი და S&P 500-ი 12%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ნახტომი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ეკონომიკის დასახმარებლად $2.3 ტრილიონის სესხების უზრუნველყოფის შესახებ განაცხადა. საფონდო ბირჟების ზრდის შედეგად, გასულ კვირას (2 აპრილიდან 9 აპრილამდე) 10-მა მილიარდერმა ჯამში $51 მლრდ-ი “გამოიმუშავა”.

მათგან ყველაზე მეტი მაღალი მოდის ინდუსტრიის გიგანტის Inditex-ის ხელმძღვანელმა ამანსიო ორტეგამ მიიღო. მისი ქონება $7.2 მილიარდით გაიზარდა და $64.8 მილიარდი შეადგინა. მეორე ადგილზე ამ მხრივ ჯეფ ბეზოსი გავიდა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება გასულ კვირას $6.8 მილიარდით გაიზარდა და $124.7 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება სრულ სიას იმ ათი მილიარდერისა, რომლებმაც ყველაზე მეტი მიიღეს გასული კვირის განმავლობაში, ასე გამოიყურება:

ამანსიო ორტეგა, Zara – +$7.2 მილიარდი

ჯეფ ბეზოსი, Amazon – +$6.8 მილიარდი

ბერნარ არნო, LVMH  – +$6.3 მილიარდი

მარკ ცუკერბერგი, Facebook – +$6.2 მილიარდი

უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway – +$5.0 მილიარდი

მაკეშ ამბანი, ნავთობი და გაზი – +$4.4 მილიარდი

ელონ მასკი, Tesla – +$4.2 მილიარდი

ლარი ელისონი, Oracle – +$4.0 მილიარდი

ბილ გეითსი, Microsoft – +$3.6 მილიარდი

ლარი პეიჯი, Alphabet – +$3.6 მილიარდი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *