გერმანია Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გერმანია Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციის მიზნით ჰოლდინგური კომპანია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Welt am Sonntag-ი მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაში ენერგეტიკული ბიზნესი რუსულმა „გაზპრომმა“ აპრილში დატოვა.

გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მიერ აპრილშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით, Gazprom Germania-ს მართვა მათი ქვეყნისა და ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმებოდა. როგორც გამოცემა Welt am Sonntag-ი იტყობინება, ჰოლდინგური კომპანია, სახელწოდებით Securing Energy for Europe Holding GmbH-ი (SEEHG), Gazprom Germania-ს ინვესტიციებზე იქნება პასუხისმგებელი. Securing Energy for Europe Holding GmbH-ის მმართველ დირექტორად იურიდიულ ფირმა CMS Hasche Sigle-ის ორი ადვოკატი დაინიშნება.

კონფიდენციალურობის ვალდებულებიდან გამომდინარე, CMS Hasche Sigle-ს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას აქამდეც ფლობა, ჰოლდინგის დაარსებას ნებისმიერი ტიპის რესტრუქტურიზაციის ზომისთვის პრევენციულ ნაბიჯად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ რუსული ენერგოგიგანტის, „გაზპრომის“ მიერ მიტოვების შემდეგ Gazprom Germania გერმანიის ენერგომარეგულირებლის კონტროლში 4 აპრილს გადავიდა. შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, კომპანიაში ხმის მიცემის ყველა უფლება მარეგულირებელ Bundesnetzagentur-ს გადაეცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *