გერმანია უკრაინას Patriot ჰსთ სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას Patriot ჰსთ სისტემებს გადასცემს

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინისათვის ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, Patriot-ების გადაცემაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას მოილაპარაკეს.

საინტერესოა, რომ აშშ-ში გერმანიის ელჩის, ემილი ჰეიბერის განცხადებით, Patriot სისტემებთან ერთად გერმანია უკრაინას Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ Patriot ჰსთ სისტემები ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო მაღალტექნოლოგიური კომპლექსია, რომელიც შეიარაღებაში 1980-იან წლებში მიიღეს და საბრძოლო თვითმფრინავების, საკრუიზო რაკეტებისა და მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად იყენებენ.

ცნობისთვის, Patriot-ების ერთი ბატარეა სატვირთოებით გადასატანი 8 გამშვები დანადგარისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს 4 გზაგადამჭრელი რაკეტის გაშვება შეუძლია. გარდა ამისა ბატარეაში შედის სახმელეთო რადარი, საკონტროლო პუნქტი და გენერატორი. ერთი ბატარეის ღირებულება კი ჯამში დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარია.