გერმანიის მთავრობა მუშაობს ეკონომიკის სტიმულირების 75-80 მილიარდევროიან პაკეტზე, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ი იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, კანცლერ ანგელა მერკელის კოალიცია აპირებს 60 მილიარდი ევროს მობილიზებას, დანარჩენს კი ქვეყნის რეგიონები შეავსებენ.
საკითხზე მთავრობის პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, როგორც მოსალოდნელია სტიმულირების პროგრამას მომავალ კვირას გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი და ეკონომიკის მინისტრი პიტერ ალტმაიერი წარადგენენ.
პროგრამის მიხედვით, სავარაუდოდ უნდ შემცირდეს გადასახადები, დაზარალებულ ოჯახებს გადაეცეთ ფულადი დახმარება, დამატებითი თანხების მობილიზება უნდა მოხდეს მცირე კომპანიებისთვის, ასევე შესაძლოა გეგმაში შევიდეს ავტოინდუსტრიისთვის სუბსიდირებაც.
“მნიშვნელოვანია არამხოლოდ დიდი რაოდენობის თანხის შესახებ განცხადება, ასევე სწორი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოფგანგ შოიბლემ და ხაზი გაუსვა კლიმატის პოლიტიკას, დიჯიტალიზაციას და ინოვაციების მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, ევროპის ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიის წინაშეა.