GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ 6 თვეში 472.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ჯგუფის შემოსავლები წლიურად 12.7%–ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში GHG-ის მოგება 31.3 მლნ ლარს შეადგენდა (IFRS 16–ის გარეშე), ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%–ია. 

შემოსავლები ჯგუფის ბიზნესების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საავადმყოფოების ბიზნესი – 149 მლნ–ის შემოსავალი. ზრდა წინა წელთან შედარებით 12.8%
  • კლინიკების ბიზნესი – 22 მლნ–ის შემოსავალი. ზრდა წინა წელთან შედარებით 13.3%
  • აფთიაქების და დისტრიბუციის ბიზნესი – 295.2 მლნ–ის შემოსავალი; წლიური ზრდა 16.1%
  • სამედიცინო დაზღვევის ბიზნესი – 36.4 მლნ–ის შემოსავალი; წლიური ზრდა 34.7%
  • დიაგნოსტიკა – 2.3 მლნ ლარის შემოსავალი; ზრდა 65.8%

GHG-ის მონაცემებით, დღეს მათ ფარმაცევტულ და ვაჭრობის ბიზნესს შემოსავლების მიხედვით მთლიანი ბაზრის 30% უკავია. ჯგუფის მფლობელობაშია სააფთიაქო ქსელები – ფარმადეპო და GPC. 2019 წლის პირველი კვარტლის სადაზღვევო პრემიების მიხედვით კი GHG-ს სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 31.1% უკავია.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. GHG ჯანდაცვის პირველი ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, ასევე სადაზღვევო კომპანია “იმედი L-ს” მართავს და ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *