Glenmorangie - ყველაზე აღიარებული ერთალაოიანი სასმელი

Glenmorangie - ყველაზე აღიარებული ერთალაოიანი სასმელი

შოტლანდიაში, ჰაილენდის რეგიონში, ქალაქ ტეინის მახლობლად სიმწვანეში ჩაფლულ მინდვრებში Glenmorangie-ს ვისკის სახდელი მდებარეობს. Glenmorangie ძველ გალიკურ ენაზე სიმშვიდის ველს ნიშნავს, რაც ზუსტად ასახავს ვისკის სახდელის ირგვლივ შექმნილ გარემოს: ჰორიზონტში ჩაკარგულ დორნოქის სანაპირო ზოლს, გოლფის სათამაშო კლუბების თვალუწვდენელ მინდვრებსა და ხასხასა მთებზე თოვლის ნამქერივით შეფენილ ფარას.

Glenmorangie შოტლანდიის ერთ-ერთი პირველი სახდელია, დაარსებული ამ სასმელის მოტრფიალის – უილიამ მეთისონის მიერ, რომელმაც სანუკვარი ოცნება 1843 წელს აიხდინა და ვისკის საწარმოს მფლობელი გახდა.

როგორც ნამდვილ ერთალაოიან ვისკის შეეფერება Glenmorangie წარმოებულია ერთი სადისტილაციოს ფარგლებში, როცა სხვა ბევრი ცნობილი ბრენდი სხვადასხვა მწარმოებლის თუ სახდელის ნაზავია.

Glenmorangie-ს შესაქმნელად მხოლოდ შოტლანდიური ქერი გამოიყენება, ხოლო წყლის მარაგის შევსება ტარლოჯის წყაროდან ხდება, რომელიც სახდელის მოპირდაპირე მხარეს ჩამოედინება და განთქმულია თავისი მინერალური თვისებებით. Glenmorangie N4 პრემიუმ ერთალაოიანი ვისკია მსოფლიოში და ამავდროულად შოტლანდიის საყვარელი სასმელიც: შოტლანდიის ტერიტორიაზე გაყიდვებით მას ვერც ერთი ერთალაოიანი ვისკი ვერ შეეჯიბრება.

1. ყველაზე მაღალი გამოსახდელი ქვაბები

Glenmorangie-ს სახდელი თავს იწონებს შოტლანდიაში ყველაზე მაღალი გამოსახდელი ქვაბებით. მათი სიმაღლე 8 მეტრია, თავისი, ასევე, გრძელი, 5.14-მეტრიანი სპილენძის ყელითურთ. ასეთი სიმაღლით კი ნებისმიერი ზრდასრული ჟირაფი დაიკვეხნის! ამიტომაცაა, რომ სასმელის ერთ- ერთი სიმბოლო აფრიკული ჟირაფია. გამოხდის პროცესში მხოლოდ ყველაზე სუფთა და კამკამა სპირტები აღწევს ყელის ბოლოს და ვისკიც, შესაბამისად, საოცრად ნაზი და ელეგანტური გამოდის.

2. კასრებს მხოლოდ ორჯერ იყენებენ

Glenmorangie -ს დასავარგებლად მუხის კასრები გამოიყენება, რომლებშიც ამერიკული ბურბონი იყო დავარგებული კასრი მხოლოდ ორ შევსებას ემსახურება (მაშინ როცა სხვა სახდელები კასრებს ხუთჯერ ან ექვსჯერ იყენებენ), რაც განაპირობებს დაძველების არომატების მაქსიმალურ გამოყოფას სასმელში და გემოს დაბალანსებულ მახასიათებლებს.

3. პიონერები დამატებითი დაძველების საქმეში

Glenmorangie-ს კომპანია იყო პირველი, რომელმაც თითქმის 30 წლის წინათ დაიწყო ვისკის დამატებითი დავარგება და დღემდე Glenmorangie ს შემქმნელები განსაკუთრებული კასრების ძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სტუმრობენ. ვისკის არომატში მთავარ ნაკვესს ხე იძლევა და ის სასმელი, რომელსაც კასრმა პირველად უმასპინძლა და რომელიც Glenmorangie-ს ორიგინალურ ხასიათს არომატთა დამაინტრიგებელი ფენებით აღჭურავს. ბურბონის კასრში 10-წლიანი დავარგების შემდგომ Glenmorangie Original-ი ან ბოთლში გადაინაცვლებს, ან მოგზაურობას აგრძელებს: შერის, პორტვეინის ან თუნდაც ფრანგული ტკბილი ღვინის – სოტერნის კასრებში.

4. ყველაზე აღიარებული ერთალაოიანი სასმელი

საერთაშორისოდ განთქმული დამჯილდოებლის, IWSC-ის, გადაწყვეტილებით, ბოლო წლებში Glenomrangie-ს, ჯამში, 18 მედალი აქვს აღებული ნომინაციაში “თავისი კლასის ოქროს რჩეული”. ამდენი მაღალხარისხიანი ჯილდო არც ერთ ერთალაოიან სკოჩს არ მიუღია, რაც Glenmorangie-ს ყველაზე მაღალ-შეფასებად ერთალაოიან ვისკიდ აქცევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *