თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 15 მილიონი დოლარით შემცირდა

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 15 მილიონი დოლარით შემცირდა

2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან, იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 15 მილიონი დოლარით (0.6%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში რეზერვები 359 მილიონი დოლარით (16.1%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის თებერვლის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 301 მილიონი დოლარით (10.4%-ით) არის შემცირებული.

2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.8 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 744 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მილიონი აშშ დოლარი:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *