ცნობილი გახდა, რომ Google-მა 17 უკრაინული სტარტაპი შეარჩია, რომლებიც Ukraine Support Fund-იდან $100 ათასამდე მოცულობის გრანტით დააფინანსა, – ამის შესახებ ტექნოლოგიური გიგანტის ბლოგში ვკითხულობთ.
„უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და სულისკვეთება მთელმა მსოფლიომ იხილა. ვხედავდით, თუ როგორ უპასუხა ქვეყნის მოსახლეობამ ამ წარმოუდგენელ გარემოებას და დაგვანახა, რომ მას სურდა არამხოლოდ გადარჩენა, არამედ წარმატების მიღწევაც კი“, – ვკითხულობთ Google-ის ბლოგში. „უკრაინული სტარტაპ-კომუნის უდრეკ და ცოცხალ სულისკვეთებას კარგად ვიცნობთ – მათ ხომ რამდენიმე „იუნიქორნითაც“ შეუძლიათ იამაყონ, მათ შორის GitLab-ით, Grammarly-ით, Genesis-ით, People.ai-ითა და Firefly Aerospace-ით“.
ისე კი, ფულადი ჯილდო ერთადერთი სალდო არ არის, რომლითაც Google-მა საკუთარი რჩეული სტარტაპები დააფინანსა – $100 ათასამდე მოცულობის გრანტების გარდა, სტარტაპებმა Google-ის სამენტორო მომსახურებაზე და კომპანიის სხვადასხვა პროდუქტებზე წვდომა, ასევე ქლაუდ-ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭირო კრედიტები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ $5-მილიონიანი ფონდი, რომელიც უკრაინულ სტარტაპებს აფინანსებს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მარტის ბოლოს შექმნა.