Google Maps-მა აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაამატა

Google Maps-მა აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაამატა

Google Maps-მა ახალი ფუნქცია დაამატა, რომლის დახმარებით აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გზის გადაკვეთებზე შუქნიშნების დანახვა არის შესაძლებელი.

ტექნოლოგიურმა კომპანიამ სიახლის შემოტანა მძღოლებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების და მათი კომფორტისთვის გადაწყვიტა. ახალი საგზაო ნიშნები აპლიკაციაში როგორც iOS პლატფორმაზე, ასევე Android სისტემაშიც ჩანს. Google Map-ის ინოვაცია გასულ თვეს გასაჯაროვდა. 

გარდა ამისა, განახლებულ აპლიკაციაში რელიეფის ამომცნობი ფუნქციაც შედის, რომელიც მძღოლს გზის რელიეფის დადგენაში დაეხმარება. ფეხით მოსიარულეთათვის კი Google Maps-მა ტროტუარებისა და გადასასვლელების ადგილმდებარეობები განაახლა.

აშშ-ის ცალკეულ ქალაქებში შუქნიშნების ფუნქცია მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში იმუშავებს. 

CNN