Google-ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას ედავებიან | კომპანიას შესაძლოა სარეკლამო ბიზნესის ნაწილის გაყიდვა მოუხდეს

Google-ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას ედავებიან | კომპანიას შესაძლოა სარეკლამო ბიზნესის ნაწილის გაყიდვა მოუხდეს

ევროკავშირმა Google-ს ორგანიზაციის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის ბრალი წაუყენა. ბლოკის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის საქმიანობა, საკუთარი ონლაინ სარეკლამო ტექნოლოგიის სასარგებლოდ და „კონკურენტი პროვაიდერების საზიანოდ“ კონკურენციის შესახებ კანონს არღვევს.

ევროკომისიის – ევროკავშირის აღმასრულებელი განყოფილების – განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი პოზიციის გამოყენებით, ბაზარზე კონკურენციას აფერხებს.

ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კონკურენციის საკითხების მოსაგვარებლად, ერთადერთ ეფექტიან გამოსავლად შესაძლოა „სავალდებულო დივესტირება ჩაითვალოს. სავალდებულო დივესტირების შემთხვევაში, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს შესაძლოა საკუთარი სარეკლამო ბიზნესის წილის გაყიდვა მოუწიოს.

ცნობისთვის, სარეკლამო ტექნოლოგიების ბიზნესმა გასულ წელს, Google-ის საერთო შემოსავლების უმსხვილესი, 79%-იანი წილი მოიცვა. 2022 წელს, კომპანიის სარეკლამო შემოსავალი, მათ შორის საძიებო სერვისებიდან, Gmail-იდან, Google Play-იდან, Google Maps-იდან, YouTube advertsიდან, Google Ad Manager-იდან, AdMob-იდან და AdSense-იდან $224.5 მილიარდს გაუტოლდა.