გოტესმანის $1-მილიარდიანი დაფინანსებით, სამედიცინო სკოლამ სწავლის გადასახადი გააუქმა

გოტესმანის $1-მილიარდიანი დაფინანსებით, სამედიცინო სკოლამ სწავლის გადასახადი გააუქმა

უოლ-სტრიტის ინვესტორის 93 წლის ქვრივის მიერ გაღებული შემოწირულების შემდეგ, ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯში სწავლა სრულად უფასო გახდა. ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯს $1 მილიარდი ყოფილმა პროფესორმა რუთ გოტესმანმა გადასცა.

გოტესმანის შემოწირულება ერთ-ერთი უმსხვილესია აშშ-ის სასწავლებლების ისტორიაში, ხოლო უმსხვილესი ქველმოქმედებაა სამედიცინო სკოლების შემთხვევაში. ბრონქსი ნიუ-იორკის შტატის 62 ოლქს შორის ყველაზე ღარიბ და არაჯანსაღ უბნად ითვლება. განცხადებაში, უნივერსიტეტის დეკანმა დოქტორმა იარონ იომერმა საჩუქარს „ტრანსფორმაციული“ უწოდა და დასძინა, რომ ქველმოქმედება რადიკალურად შეცვლის სკოლის შესაძლებლობებს, მოიზიდოს სტუდენტები, მათ შორის ისინი, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არა აქვთ.

სკოლაში სწავლის წლიური ღირებულება $59,000-ია, რის გამოც, სტუდენტთა უმრავლესობას დავალიანება ერიცხება. დაწესებულების განცხადებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის საფასური დაეფარებათ, ხოლო აგვისტოდან ყველა სტუდენტი, მათ შორის ახალი ჩარიცხულებიც, სწავლას უფასოდ შეძლებენ. ცნობისთვის, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო სკოლის პირველკურსელთა დაახლოებით 50% ნიუ-იორკიდანაა, მათი 60% კი – ქალია.

93 წლის დოქტორმა გოტესმანმა სკოლაში მუშაობა 1968 წელს დაიწყო. გოტესმანი მუშაობდა წიგნიერების პროგრამებზე, ასევე იკვლევდა სწავლის უნარის დაქვეითების საკითხს. მისი გარდაცვლილი მეუღლე, დეივიდ „სენდი“ გოტესმანი უორენ ბაფეტის კონგლომერატ Berkshire Hathaway-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო.