ჰონგ-კონგის მთავრობა კორონავირუსის და ანტისამთავრობო აქციების გამო დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად 15 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.
„ჩვენ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი ზომები ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად“, – განაცხადა ჰონგ-კონგის ფინანსთა მდივანმა პოლ ჩანმა.
მისივე თქმით, მიღებული ზომებით დაეხმარებიან ბიზნესებს, დასაქმებულებს და ოჯახებს. მათ შორის მთავრობა შესთავაზებს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს.
დაგეგმილი დეფიციტი მომავალი ფინანსური წლისთვის, რომელიც აპრილში იწყება, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე $37.8 მლრდ ფისკალური დეფიციტი, რაც მოსალოდნელი იყო მიმდინარე ფინანსური წლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ეკონომიკამ პირველად ბოლო ათწლეულის მანძილზე მაშინ განიცადა რეცესია, როდესაც მშპ-ს 2.8%-იანი წლიური კლება დაფიქსირდა გასული წლის მესამე კვარტალში. მეოთხე კვარტალში ჰონგ-კონგის მშპ-ი 2,9%-ით დაეცა.
წყარო: cnbc