იანვარ-აგვისტოში ბანკების მოგება 8 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-აგვისტოში ბანკების მოგება 8 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 554 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მოგებაზე 8%-ით, 40 მლნ ლარით მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკების წმინდა მოგებამ 110 მლნ ლარი შეადგინა, რაც 61 მლნ ლარით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში ბანკების შემოსავლებმა 384 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 84 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.