აგვისტოში პროდუქციის წარმოება 2 პროცენტით გაძვირდა

აგვისტოში პროდუქციის წარმოება 2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოშ,ი წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 2%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.6% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა გაძვირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე – 2.6%-ით. 2.3%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 11.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (13.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.2%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (11.3%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.1%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.