იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე ექსპერიმენტებს იწყებს

იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე ექსპერიმენტებს იწყებს

იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობას იწყებს. როგორც Reuters-ი წერს, ბანკი ექსპერიმენტებს ატარებს, რათა შეისწავლოს, თუ რამდენად განხორციელებადია ციფრული ვალუტის გამოშვება.

როგორც იაპონიის ცენტრალური ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ექსპერიმენტების პირველი რაუნდი 2022 წლის მარტამდე დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში ვალუტის გამოშვების, დისტრიბუციისა და შესყიდვის ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობას შეისწავლიან.

ექსპერიმენტების მეორე ეტაპზე კი ბანკი გულდასმით შეისწავლის ვალუტის უფრო დეტალურ ფუნქციებს, და გააანალიზებს, თითოეული ორგანიზაციის მიერ ციფრული ვალუტის ფლობაზე უნდა დაწესდეს თუ არა ლიმიტი.

ასევე, თუ საჭირო გახდება, იაპონიის ცენტრალური ბანკი საპილოტე პროგრამას აამოქმედებს, რომელშიც გადახდის სერვისის მიმწოდებლები და მომხმარებლები ჩაერთვებიან.

ცნობისთვის, ციფრული ვალუტის განვითარებასა და მის ფინანსურ სისტემაში ინტეგრირებაზე, იაპონიის გარდა, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც მუშაობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *