იაპონიის ვაქცინაციის მინისტრი პრემიერმინისტრობისათვის იბრძოლებს

იაპონიის ვაქცინაციის მინისტრი პრემიერმინისტრობისათვის იბრძოლებს

პარასკევს იაპონიის კორონავირუსის ვაქცინაციის მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა, რომ ის პრემიერმინისტრობისათვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გასულ კვირას იაპონიის მოქმედმა პრემიერ–მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. კონო მესამე კანდიდატია, რომელმაც ლიბერალ–დემოკრატიული პარტიიდან (LDP) პრემიერმინისტრობის სურვილი გამოთქვა.

როგორც ჩანს, კონოს უპირატესობა აქვს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ სანაე ტაკაიჩისთან შედარებით.

როგორც უკვე  აღვნიშნეთ, კონო საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში. გასულ კვირას გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, გამოკითხულთა მესამედი მას პრემიერმინისტრობის  ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ 58 წლის პოლიტიკოსმა განათლება ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში მიიღო.

„მე ჩავერთვები LDP– ის ლიდერების რბოლაში“, – განაცხადა კონომ და დასძინა, რომ ის იქნება ლიდერი, რომელიც „იცინის და ტირის“ იაპონელ ხალხთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ კონო ბირთვული ენერგიის მძლავრი კრიტიკოსია, თუმცა ჟურნალისტებთან საურისას ის საკმაოდ ფრთხილი ტონით გამოირჩეოდა: ,,ჩვენ რეალისტურ ენერგეტიკულ პოლიტიკას განვახორციელებთ, რომელიც  ჩვენი  მრეწველობის შესაბამისი  იქნება”. მან ასევე ხაზი გაუსვა ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

თუ ვინ გახდება იაპონიის პრემიერ–მინისტრი, სექტემბრის ბოლოს გამჟღავნდება. LDP-ის წევრებისა და  დეპუტატების 29 სექტემბრის კენჭისყრაში გამარჯვებული ფაქტობრივად პრემიერ–მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რადგან სწორედ LDP– ს აქვს უმრავლესობა პარლამენტის ქვედა პალატაში, რომელმაც არჩევნები 28  ნოემბრამდე უნდა ჩაატაროს.